5-10 მაისი, 2020

ვირტუალური ქოლგა თბილისი ფოტოკვირეული

უკვე 19 წელია, რაც ქოლგა თბილისი ფოტო ყოველწლიურად მასპინძლობს ფოტოდაჯილდოვების ცერემონიალს და სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ გამოფენას, ისტორიული თვალსაზრისით მნიშვნელოვან ფოტონამუშევრებს თუ თანამედროვე ფოტოგრაფიის ნიმუშებს. კორონავირუსის (COVID-19) ეპიდაფეთქების გამო, წელს ფოტოკვირეულის ჩატარება ფიზიკურად ვეღარ მოხერხდება. ჩვენი დიდი სურვილიდან გამომდინარე, მხარი დაგვეჭირა ფოტოგრაფებისათვის და შესაძლებლობა მიგვეცა ჩვენი აუდიტორიისათვის, დასწრებოდნენ გამოფენებს, გადავწყვიტეთ შეგვექმნა ქოლგა თბილისი ფოტოს პირველი ვირტუალური კვირეული. ვიმედოვნებთ, რომ ისიამოვნებთ თბილისის ღირსშესანიშნაობებითა და გამოფენებით. დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის!

გაგრძელება
#დარჩისახლში

For a better experience, please visit the virtual space from the desktop.

#stayhome

Visit

WWW.KOLGA.GE

ქართლის დედა

ქანდაკება 1958 წელს აღიმართა ქალაქის 1500 წლისთავთან დაკავშირებით. „ქართლის დედა“ ქართული ეროვნული ხასიათის სიმბოლოა: ქანდაკებას ცალ ხელში ღვინის თასი უჭირავს მოყვართათვის, მეორეში კი ხმალი - მტერთათვის.

მთაწმინდა

იგივე მამადავითის მთა, რომლის კალთაზეც მდებარეობს მამადავითის ეკლესია და ქართველ მწერალმთაწმინდა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი. მთაწმინდაზე ამჟამად ფუნქციონირებს საქართველოში უდიდესი დასასვენებელი პარკი, სატელევიზიო ანძა და ფუნიკულიორი.

ნარიყალა

ქალაქის უძველესი ციხესიმაგრე, რომელიც თბილისს გადმოჰყურებს, პირველად მეოთხე საუკუნეში აიგო. მას თავდაცვითი ფუნქცია ჰქონდა, რის გამოც საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა მისი რეკონსტრუქცია და გაფართოება.

112

გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი 112 საქართველოში 2012 წლიდან ფუნქციონირებს. შენობას გამორჩეული დიზაინი აქვს და მისი დანახვა ქალაქის მრავალი წერტილიდანაა შესაძლებელი.

ქალაქ თბილისის მერია

მშვიდობის ხიდი

საფეხმავლო ხიდი მტკვარზე, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით აიგო 2009-2010 წლებში. ხიდის არქიტექტორია იტალიელი მიკელე დე ლუკი.

მეტეხი

ტაძარი მრავალჯერ დაინგრა მტრების შემოსევისას. თავდაპირველი ტაძრის აგების დრო უცნობია, მაგრამ ის ვიცით, რომ ახლანდელი ვერსია დემეტრეს XIII საუკუნის სახით არის შემორჩენილი.

სამება

ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარი საქართველოში, რომელიც 1995-2004 წლებში შენდებოდა არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტით.

აბანოთუბანი

თბილისის უძველესი უბანი, რომლსი სახელიც ძველთაგანვე უკავშირდებოდა ბუნებრივად ცხელ მინერალურ წყლებზე გაშენებულ აბანოებს.

აბანოები

ლეგენდის თანახმად თბილისის ცხელი წყლები ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალმა აღმოაჩინა V საუკუნეში. ძველ თბილისში აბანოები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილს წარმოადგენდნენ, სადაც ისვენებდნენ და ლხინსაც მართავდნენ ხოლმე.

დინამოს სტადიონი

მთავარი სტადიონი საქართველოში, რომლის აგებაც განაპირობა თბილისის „დინამოს“ წარმატებებმა 1970-იან წლებში და საფეხბურთო მატჩებზე დასწრების მსურველთა რაოდენობის ზრდამ. 1995 წელს კი სტადიონს ქართველი ფეხბურთელის ბორის პაიჭაძის სახელი ეწოდა.

ხელოვნების სასახლე

კულტურის ისტორიის მუზეუმი, რომელშიც კინოს, თეატრის, მუსიკის, ქორეოგრაფიის და სხვა უნიკალური ექსპონატები ინახება. ფუნქციონირებს 1928 წლიდან.

ზოოპარკი

თბილისის ზოოპარკი 1927 წლიდან ფუნქციონირებს. ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოყვანილ ცხოველთა 300-მდე სახეობის ნახვაა შესაძლებელი.

ფილარმონია

ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზი თბილისში, რომელიც 2300-მდე სტუმარს იტევს. შენობა აიგო 1971 წელს არქიტექტორ ივანე ჩხენკელის პროექტის მიხედვით, რომლის დიზაინიც და მინებიანი საფარი საკმაოდ უცხო იყო იმ დროისთვის.

პარლამენტის შენობა

შენობა 1938 - 1953 წლებში საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებისთვის აშენდა. ის მრავალი დემონსტრაციის მოწმე გამხდარა წლების განმავლობაში: 1989 წლის 9 აპრილის ჩათვლით, როდესაც ანტი-საბჭოთა დემონსტრაცია საბჭოთა არმიამ სასტიკად დაარბია.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ფაბიო სგროი ჯგუფური გამოფენა - ანთროპოცენის ამბები მარტინ ბოგრენი/ნინა კორონენი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის, თბილისის ისტორიული მუზეუმი (ქარვასლა) დაარსდა 1910 წელს და 50 ათასამდე უნიკალურ ექსპონატს ინახავს. გარდა ამისა მუზეუმში რამდენიმე საგამოფენო სივრცეა გამოყოფილი დროებითი გამოფენებისთვის.

ტრინაკრია
კურატორი: თინა შელჰორნი

ტრი-ნა-კრია სიცილიის სიმბოლოა. ესაა მიმდინარე პროექტი, რომელიც 1986 წელს, ჩემი ქვეყნის სხვადასხვა ასპექტის კვლევის პარალელურად დავიწყე. კუნძული შუქურის ერთ მხარესაა, კონტინენტი — მეორე მხარეს. ესაა სხვადასხვა დროს გადაღებული ფოტოების ნაკრები. ისინი აცოცხლებენ იმ ატმოსფეროს, რომელსაც სიცილიის საზღვრის გადაკვეთისას გრძნობთ. აწმყოსთან მცირე კონტრასტია. ეს ფოტოები მომეტებული თეატრალურობით ხსნიან სიცილიელი ხალხის ხასიათს, ჟესტებს და სახეებს. ამის ცხადად დანახვა შეგიძლიათ დღიური რუტინის ამსახველ ფოტოებში — სეირნობისას თუ მნიშვნელოვანი ღონისძიებებისას, რელიგიური რიტუალებისას, სადაც ყველას მონაწილეობის მიღება სურს. „ზღვის წყალმა სანაპიროს ნაწილი წარეცხა. მისგან გაჩნდა ხიდი, რომელსაც ვულკანები არყევდნენ და ტალღებმა ამოატრიალეს. ასე გარდაიქმნა სიცილია კუნძულად.“ (ფ. მიუნტერი. „სიცილიაში მოგზაურობა“).

საქართველოს ეროვნული მუზეუმის, თბილისის ისტორიული მუზეუმი (ქარვასლა) დაარსდა 1910 წელს და 50 ათასამდე უნიკალურ ექსპონატს ინახავს. გარდა ამისა მუზეუმში რამდენიმე საგამოფენო სივრცეა გამოყოფილი დროებითი გამოფენებისთვის.

იან ტეჰი, NASA/Curiosity, იან ვან კოლერი, დანიელ და გეო ფუქსები, დავიდ კლამერი
ანთროპოცენის ამბები კურატორი: თინა შელჰორნი

ანთროპოცენი არის ტერმინი, რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატმა პოლ კრუტცენმა შექმნა და დედამიწის უახლეს გეოლოგიურ პერიოდს განსაზღვრავს, როგორც ანთროპოგენულს. ეს იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე ნებისმიერი ატმოსფერული, გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, ბიოსფერული და სხვა პროცესები დედამიწის სისტემაში ადამიანების ზემოქმედების შედეგადაა შეცვლილი. სტაბილურობის ეს დაკარგვა შეიძლება კატასტროფული აღმოჩნდეს. თუკი კორონავირუსის პანდემიამ შეიძლება გვასწავლოს რამე კლიმატურ კრიზისზე, ეს ერთ-ერთი გაკვეთილია: ჩვენი გლობალური ეკონომიკა გაცილებით უფრო მოწყვლადია, ვიდრე გვეგონა და დაუყოვნებლივ უნდა მოვერგოთ ცვლილებებს და მოვემზადოთ უცნობი მომავლისთვის. ათროპოცენის შესწავლა არა მხოლოდ მეცნიერების საქმეა. საზოგადოებრივი, ჰუმანიტარული მეცნიერებების და ხელოვანების ჩართულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ცვლილებების მიზეზების გაანალიზების საკითხში. მაგრამ ამავდროულად, აუცილებელია მნიშვნელოვანი ზომების გატარება მავნე ტენდენციების შესამცირებლად

იან ტეჰი ,კუალა ლუმპური, მალაიზია - ნაკვალევები: ჩინეთის ახალი უდაბნოები 2018 წლის მაისში ჩინურ ექსპედიციას შევუერთდი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ცნობილი გარემოს დამცველი იანგ იონგი. ჩვენ ვაკვირდებოდით ბოლო პერიოდში გაუდაბნოების ნიშნებს ხუანხეს სათავესთან, ტიბეტის მთიანეთში. ფოტო სერიები აღბეჭდავს ექსპედიციის საქმიანობას, სასაზღვრო რეგიონების დაზიანებულ ლანდშაფტებს და ხუანხეს სათავეებს. www.ianteh.com

NASA/ Curiosity, - მარსის პანორამა
NASA-ს როვერმა Curiosity მარსის ზედაპირის უმაღლესი რეზოლუციის პანორამული გამოსახულებები გადაიღო. კოლექცია მოიცავს 1000-ზე მეტ გამოსახულებას, რომელიც როვერმა 2019 წლის მადლიერების დღეს გადაიღო და შემდეგ საგულდაგულოდ მოგროვდა. მთლიანობაში აქ მარსის ლანდშაფტის 1,8 მილიარდი პიქსელია. (ტექსტი: NASA/JPL-Caltech/MSSS) https://mars.nasa.gov

იან ვან კოლერი, ბოუზმენი/აშშ - ანტარქტიდა /ყველაზე ძველი ყინული დედამიწაზე
განსაკუთრებით მაოცებს ყინულის, როგორც დედამიწის ატმოსფეროს არქივის გაგება. ცოტა ხნის წინ დავბრუნდი ანტარქტიდის ალან ჰილზიდან, სადაც ფოტო გადავუღე მეცნიერების გუნდს, რომლებიც ადამიანის მიერ ნაპოვნი უძველესი ყინულის მოძიებაზე მუშაობდნენ. ყინული დაახლოებით 2,7 მილიონი წლის აღმოჩნდა. ამ ყინულში მოქცეული ჰაერის მიხედვით შეიძლება ზუსტად ითქვას, როგორი ატმოსფერო იყო დედამიწაზე იმ დროს. მთვარი პასუხი ისაა, რომ დღესდღეობით ჰაერში ნახშირორჟანგის შემცველობა 2,7-მილიონწლიანი ისტორიის მანძილზე ყველაზე მაღალია. ამ გუნდის წევრებთან მუშაობის შედეგად ხელოვნება და მეცნიერება ერთმანეთს დაუახლოვდა — შედეგად გასაგები და საგრძნობი უნდა გაგვეხადა კლიმატური ცვლილების უდიდესი პრობლემა ადამიანებისთვის. https://www.ianvancoller.com

დანიელ და გეო ფუქსები, გერმანია - ბუნება და განადგურება
ეს პეიზაჟები წარმოგვიდგენს სამყაროს სინამდვილისა და წარმოსახვის ზღვარზე. ამ ნამუშევრებთან გაშინაურებისთვის ინტენსიურად უნდა ვათვალიეროთ ფოტოები. და როგორც კი დამთვალიერებელი ამ სამყაროში შეაღებს კარს, ის წინააღმდეგობების უსასრულო თამაშში აღმოჩნდება, რომელიც პრიალა და თან პოსტაპოკალიფსური ესთეტიკით დაღდასმულ სამყაროში მიმდინარეობს. ამავდროულად, ის უპირისპირდება ბუნების განადგურებას კაცობრიობის ზემოქმედების შედეგად. ფოტოების უმრავლესობა გადაღებულია რობოტი-კამერების მეშვეობით, რომლებიც NASA-მ და Google-მა მარსზე მისიისთვის შეიმუშავეს. www.daniel-geo-fuchs.com

დავიდ კლამერი, გერმანია - Cologne – Ende Gelaende
„Ende Gelaende“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ხელმძღვანელობითაც ეწყობა გარემოს დაბინძურების საწინააღმდეგოდ მიმართული სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციები იმ კომპანიის შესაჩერებლად, რომელიც ყავისფერი ნახშირის მოსაპოვებელ სამუშაოებს ატარებს. 2019 წლის 24 ივნისს, მღებავის წითელსა და თეთრ კოსტიუმებში გამოწყობილმა ათასობით აქტივისტმა გადაკეტეს სარკინიგზო გზები და გარცვაილერის ღია მაღაროს უზარმაზარ ტერიტორიაზე შეიჭრნენ, ნოირათის ელექტროსადგურის მახლობლად, გრევენბროიჰში (გერმანია). https://www.davidklammer.com

საქართველოს ეროვნული მუზეუმის, თბილისის ისტორიული მუზეუმი (ქარვასლა) დაარსდა 1910 წელს და 50 ათასამდე უნიკალურ ექსპონატს ინახავს. გარდა ამისა მუზეუმში რამდენიმე საგამოფენო სივრცეა გამოყოფილი დროებითი გამოფენებისთვის.

მარტინ ბოგრენი
სიცარიელე
კურატორი: თინა შელჰორნი

„სიცარიელე“ ევროპის ჩრდილოეთში შეიქმნა, 2008-2018 წლების ზამთარში. „ქალაქი თითქოს უძლეველი ზამთრის მარწუხებშია მოქცეული. ერთადერთი, თითქოს ის ცდილობს მის დატყვევებას. ის მარტოა, საკუთარ თავთან გაუცხოებული. სამყაროს აბსურდულობაში მოქცეული, როდესაც ყველა ჰორიზონტი ჩიხს ემსგავსება. აქ ყველაფერს ზამთრის ცივი ხელი ატყვია. ყრუ, თეთრი ხილვებით გატანჯნული, ღუზას ეძებს, ან იქნებ ხსნას ელის დამაბრმავებელი სინათლისგან, ცოტა სითბო წყურია. სხვა ადამიანის სინაზე, სითბო; ადამიანის, რომელიც ყოველთვის უსხლტება მას და ზურგს აქცევს, უფრო შფოთვა მოაქვს და არა სიმშვიდე. სხვა ადამიანის სითბო, რომელიც ბოლომდე ნებდება მას, ან უარს ამბობს, მაგრამ უკაცრიელ კუნძულად რჩება, როგორც მისი მარტოობის სარკე. მისი ძიება შეიძლება მარცხით დამთავრდეს. თითქოს ყოველთვის, როდესაც გამოსავალს ხედავს, ცდილობს მოიხელთოს ნისლიანი ხილვები, რომელშიც იხლართება. ჩვენ, ვინც თვალს ვადევნებთ მის გამოსახულებებს, მოულოდნელად ვაწყდებით მას, გაოგნებული ვართ. და მერე ისევ ებნევა გზა, სამყაროშიც და საკუთარ თავშიც იმისთვის, რომ უფრო მეტი გამონათება გვაჩვენოს. მისი ფოტოები თავბრუდამხვევია, მათში იგრძნობა გამარჯვებულების სილამაზე, რომლებიც მზის სინათლეს უბრუნდებიან. ისინი ახმოვანებენ იმ ადამიანის მარტოობას, რომელიც დაიკარგა, რომელიც თავს უბედურად გრძნობს, მაგრამ მზადაა, წინ აღუდგეს სიცარიელის შიშს და არსებობის შეუძლებლობას. ამრიგად, ისინი იმდენივე სინათლეს ირეკლავენ, რამდენსაც იმედგაცრუებას და იმაზე მიგვანიშნებენ, რომ ზამთარი, საბოლოო ჯამში, დაუძლეველი როდია.“ ტექსტი: კაროლინ ბენიშუ, გამოქვეყნდა ფოტოხელოვანის ხელნაკეთ წიგნში

ნინა კორონენი
ანა — ამერიკელი ბებო
კურატორი: თინა შელჰორნი

გამოფენა წარმოგვიდგენს ნინა კორჰონენის საყვარელი ბებიის, ანას ისტორიას და მისდამია მიძღვნილი. ფოტოები გადაღებულია ნიუ იორკსა და ლეიკ ვორთში, ფლორიდა, 1993-1996 წლებში. ფოტოები ყოველდღიურ ცხოვრებაზე მოგვთხრობს და იუმორნარევი სითბოთი და გრძობებითაა გამსჭვალული. გამოფენა ეძღვნება მოხუც ქალს, რომელიც სხვაგვარ ცხოვრებას ესწრაფოდა და მიიღო კიდეც. ამერიკაში მოგზაურობაზე ბებია ჯერ კიდევ ბავშვობიდან ოცნებობდა, როდესაც ჯერ კიდევ რვა წლის იყო. თავის დროზე, დეიდას დაპირდა, რომ ამ „საოცრებათა ქვეყანაში“ აუცილებლად ჩააკითხავდა. ანა 40 წლის იყო. ეს დრო ფინეთში სირთულეებს და უმუშევრობას დაემთხვა. მისი მეუღლე — კალე — მსოფლიოს დიდ პორტებში, მთავარი ინჟინრის სტატუსით მოგზაურობდა ხოლმე. ახლა იფიქრა, რომ თვითონ დარჩენილიყო შინ. 1959 წლის გაზაფხულზე ანამ აიხდინა ოცნება და მარტო, რამდენიმე ასეული დოლარით, ინგლისური ენის განსაკუთრებული ცოდნის გარეშე, ნიუ იორკში გაემგზავრა. ის ბრუკლინში ცხოვრობდა და მანჰეტენის ზედა ნაწილში, შეძლებულ ოჯახში მზარეულად მუშაობდა. ანა ყოველ ზაფხულს დაფრინავდა ტამპერეში (ფინეთი) და ყოველ ზამთარს კალე ნიუ იორკში დადიოდა. 1985 წელს, როცა კალე გარდაიცვალა, ანამ ნინას კალეს კამერა მიცა. რამდენიმე წლის შემდეგ მან აღმოაჩინა ბებია-ბაბუის მოგზაურობების ფერადი ფოტოები. შემდეგ გადაწყვიტა, ანას ფოტოები გადაეღო თავისებურად. ის ანასთან დადიოდა მუდმივად, ზედიზედ ორი-სამი კვირით და ფოტოებს უღებდა სახლში ან მის საყვარელ ადგილებში. ანა ნინას „ზურგის მომქავებელს“ ეძახდა და საკუთარ ისტორიებს უყვებოდა. ანამ 40 წელი იცხოვრა ამერიკაში და 83 წლის ასაკში, სიმსივნით გარდაიცვალა. უკანასკნელი ექვსი წლის მანძილზე თავის საყვარელ მზეს ეფიცხებოდა მთელი წელი. თავისი სამი სახლიდან ხან ერთში ცხოვრობდა, ხან მეორეში, ხან — მესამეში — გაზაფხულს და შემოდგომას ნიუ იორკში ატარებდა, ზაფხულს — ფინეთში, ზამთარს — ფლორიდაში. ყველაფერი ისე მოხდა, რაზეც ოცნებობდა. „მემუარები, როგორც ფორმა, მნიშვნელოვანია ნინა კორჰონენის ამ ნამუშევრებში.ეს ერთგვარი ავტობიოგრაფიული ჟანრის სერიაა. ბაბუამისის მის მიერ ნაპოვნი გადაღებული ფერადი კადრებით იწყებს და შემდეგ საკუთარ ისტორიას აგრძელებს. ეს ამბები „ამერიკული ცხოვრებიდანაა“. მის კამერის ფოკუსში ბებიამისია, რომელიც 1959 წელს, აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად. დიდი ზომის ფერად ფოტოებზე გამოსახულია სხვადასხვა თაობის ორი ქალის დიალოგი.

სივრცის ნახვა

სივრცის ნახვა

სივრცის ნახვა

გალერეა Untitled

გიორგი შენგელია

Untitled გალერეის მისიაა ხელოვნების საშუალებით სოციალური გავლენა იქონიონ სამხრეთ კავკასიაში. გარდა გამოფენებისა აქტიურად ეწყობა საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებები.

“აქამდე მოვედი”
კურატორი: გიორგი როდიონოვი

„ხშირად, შემთხვევითობები განაპირობებს ცვლილებებს...
ჩემი ოჯახის კუთვნილი ფოტო არქივი დიდი ხნის წინ დაიწვა. ფოტოების მხოლოდ მცირე ნაწილი გადარჩა. დამწვარმა, დახეულმა, გვერდებ მოჭრილმა და დეფორმირებულმა მცირე ზომის ფოტოებმა ძიების პროცესი დააჩქარა. ამ მცირე ზომის ნოსტალგიურმა ფოტოებმა შთამაგონა მემუშავა ახალ ჟანრში, რომელიც ჩემში ისეთივე შეგრძნებებს გამოიწვევდა როგორსაც ცეცხლისაგან გადარჩენილი ფოტოები იწვევს. ვცდილობ, ეს განწყობა შევქმნა იმ შემთხვევით აღბეჭდილ პორტრეტებში, რომლებსაც ყოველდღიურად ვხედავ ...“, გიორგი შენგელია

სივრცის ნახვა

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი

ფინბარ ო’რაილი მეს ნისენი

MOMA თბილისი - ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილია ზურაბ წერეთლის მიერ შესრულებული ხელოვნების 300-ზე მეტი ნამუშევარი და ფოტოები მისი კერძო კოლექციიდან. ზურაბ წერეთელის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი წარმოადგენს 3 სართულიან საგამოფენო სივრცეს. თანამედროვე ქართული ხელოვნების განვითარების მიზნით, მუზეუმში გამოყოფილია საექსპოზიციო დარბაზი"XXI საუკუნის თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების ნიმუშების" გამოსაფენად, სადაც მონაწილეობის მიღების საშუალება ექნება როგორც ქართველ მხატვრებს ისე, საზღვარგარეთიდან მოწვეულ ფინბარ ო’რაილი
დაკარის მოდა
კურატორი: თეონა გოგიჩაიშვილი

ოქროსფერი სანაპიროებით, თვალისმომჭრელი ღამის კლუბებით, ენერგიული მუსიკით და მოდით სენეგალის დედაქალაქი დაკარი თანდათან სულ უფრო მეტად იხვეჭს სამოგზაუროდ აუცილებელი მიმართულების სახელს. ეს მხიარული ზღვისპირა ქალაქი „დასავლეთ აფრიკის მოდის ცენტრია“, როგორც ეს ჟურნალმა National Geographic Traveler-მა აღნიშნა იანვრის ნომერში. ასევე, დაკარი ქალაქში ყველაზე კარგი გასართობი ადგილების ჩამონათვალის თვალსაზრისითაც პირველ ადგილას გავიდა. ახლახან The New York Times-მა დაკარი 2019 წელს აუცილებლად დასათვალიერებელი 52 ქალაქის ჩამონათვალში შეიყვანა და აღნიშნა, რომ ქალაქში „უდიდესი დადებითი ენერგია ტრიალებს“ და ადგილობრივი „დიზაინი და მოდა ნიუ იორკის სადემონსტრაციო დარბაზებისთვის ზედგამოჭრილია“. ეს ყოველთვის ასე იყო, უბრალოდ, ახლა უფრო დიდი ყურადღება მიაქციეს. დაკარში 2005 წელს გადავედი საცხოვრებლად და აქ თითქმის ათი წელი დავრჩი. ახალი ამბების ფოტოგრაფად ვმუშაობდი და აფრიკის შესახებ ამბებს ვიღებდი. ეს ამბები ხშირად შეეხებოდა ომებს, გადატრიალებებს, ბუნებრივ კატასტროფებს, მაგრამ სენეგალი ყოველთვის მშვიდობის სავანე იყო და აქ შედარებით სიმშვიდე იყო. ჩემს, როგორც ფოტოგრაფის, თვალს ყოველთვის იტაცებდა ცოცხალი ფერები და დიზაინი. წლების განმავლობაში ამ ქალაქში მოდას ვიღებდი. ახალგაზრდები განსაკუთრებულ მოწიწებას გრძნობენ ტრადიციული ტანსაცმლის — გრილი ბუბუების მიმართ, რომლებიც განსაკუთრებულ შემთხვევებში აცვიათ. ამ ყველაფერს ისინი საკუთარ, ინოვაციურ სტილს უხამებენ. კონტინენტის უკიდურეს დასავლეთში არსებული სენეგალი არის ქვეყანა, რომლის საშუალო ფენასაც კარგი განათლება აქვს მიღებული. კარგი აღნაგობის მქონე, პოდიუმისთვის გამზადებული ინსტაგრამის თაობა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია აფრიკული და ამერიკული მოდა, ელეგანტურ და ესთეტიკურად მიმზიდველ სტილს ქმნის. იოჰანესბურგი, ლაგოსი, ნაირობი და კასაბლანკა ცნობილია აფრიკული მოდის მოწინავე ქალაქებად. მაგრამ დაკარი ასეთივე მნიშვნელობის ცენტრად იქცა, დაკარის მოდის კვირეულის 40 წლის ორგანიზატორის, ადამა ნდიაიეს ძალისხმევის წყალობით. „კარიერა მაშინ დავიწყე, როცა ყველა ახალგაზრდა გოგო ჩემ ქვეყანაში რაღაცის გაკეთებას ცდილობდა“, ამბობს ნდიაიე. დაკარის მოდის კვირეულზე, რომელსაც 17 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი, თავდაპირველად ძალიან ცოტა მონდომებული ადგილობრივი დიზაინერი და მოდელი წყალობდა. ღონისძიებები ხშირად დანგრეულ სასტუმროებში ტარდებოდა. ახლა უკვე ათობით დიზაინერი მთელი მსოფლიოდან ჩამოდის, რომ თავისი კოლექცია, დიჯეების მუსიკის ფონზე წარმოადგინოს სივრცეში, რომელსაც დრონებით იღებენ და ეროვნული ტელევიზიით გადაიცემა. ნდიაიეს ერთ-ერთი მეგობარი, სტილისტი იენკე აჰმედ ტაილი სპილოს ძვლის კუნძულიდან და სენეგალიდან, ბიონსეს კონსულტანტია სტილის საკითხებში და, ასევე, კონსულტაციებს უწევს კანიე უესტს და კიმ კარდაშიანს. საქველმოქმედო კონცერტზე Global Citizen Festival: Mandela 100, რომელიც გასულ თვეში სამხრეთ აფრიკაში გაიმართა, ბიონსეს ნიაიეს შექმნილი ტანსაცმელი ეცვა. მათ შორის იყო კვადრატული, რელიეფური ჩანთა, მომთაბარე ტუარეგების სტილში. Euromonitor-ის თანახმად, უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე, აფრიკული მოდა სულ უფრო ფართოვდება. სამხრეთ ნაწილში მდებარე აფრიკულ ქვეყნებში დამზადებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 31 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ინდუსტრიის ამოცანებში შედის ტანსაცმლის წარმოების ფასების მართვა, ხარისხის კონტროლი, დოსტრიბუციის მოწესრიგება და დიდ ბაზრებზე გასვლა. ამგვარი გამოწვევები სენეგალელთა დიდი ნაწილისთვის უცხოა, რომელთათვისაც მთავარია შესაბამისი ტანსაცმელი აარჩიონ, კარგად გამოიყურებოდნენ და მნიშვნელობა არ აქვს, სად მიდიან. წარმოგიდგენთ რამდენიმე ფოტოს, რომელზეც გამოსახულია დაკარის სტილის და მოდის მრავალფეროვნება და ღონისძიებები, რომლებსაც წლების მანძილზე ვიღებდი.

MOMA თბილისი - ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილია ზურაბ წერეთლის მიერ შესრულებული ხელოვნების 300-ზე მეტი ნამუშევარი და ფოტოები მისი კერძო კოლექციიდან. ზურაბ წერეთელის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი წარმოადგენს 3 სართულიან საგამოფენო სივრცეს. თანამედროვე ქართული ხელოვნების განვითარების მიზნით, მუზეუმში გამოყოფილია საექსპოზიციო დარბაზი"XXI საუკუნის თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების ნიმუშების" გამოსაფენად, სადაც მონაწილეობის მიღების საშუალება ექნება როგორც ქართველ მხატვრებს ისე, საზღვარგარეთიდან მოწვეულ

მეს ნისენი
ამაზონია
კურატორი: ნინო-ანა სამხარაძე

„ამაზონია“ მსოფლიოში უდიდეს ტყეში შეულამაზებელი და ლირიკული მოგზაურობაა. მედს ნისენის შთამეჭდავი დოკუმენტური ფოტოები გიტყუებთ უცნაურ სამყაროში, სადაც ოქროს ციებ-ცხელებით შეპყრობილი ადამიანები, მეომრები, დევნილი ჰომოსექსუალები და ადგილობრივი ტომები ბუნების და კულტურის, ინსტინქტის და გონების, წარსულის და მომავლის გადაკვეთაზე ერთმანეთს ხვდებიან.

სივრცის ნახვა

სივრცის ნახვა

Artarea გალერეა

ფატიმაზოჰრა სერი / L4artiste Rwinalife მურად ფიდუაშე

Artarea გალერეა თანამედროვე ხელოვნებისა და ფოტო გამოფენებს მასპინძლობს. გარდა ამისა, ხშირად ტარდება საჯარო ლექციები და სხვა კულტურული ღონისძიებები.

SOURTNA
თანამედროვე და მომავლის მაროკოელი ფოტოგრაფები
კურატორები: კარინ დოლეკი და იორიასი (იასინ ალაუი ისმაილი)

„Sourtna. თანამედროვე და მომავლის მაროკოელი ფოტოგრაფები“ — ასე ეწოდა ჯგუფურ გამოფენას, რომელიც 2020 წლის იანვარში, რაბათის სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნა. მას კურატორობდნენ იორიასი და კარინ დოლეკი, რომელთაც თავი მოუყარეს თექვსმეტ აღიარებულ თუ ახალგაზრდა ნიჭიერ ფოტოხელოვანს, რომ წარმოეჩინათ მათ შორის მიმართების, დინამიკის და ურთიერთგანპირობებულობის საკითხი და თაობათა შორის იდეების გაცვლისთვის ხელი შეეწყოთ.
ამ თვალსაზრისით, ეს გამოფენა ისტორიული შესაძლებლობაა. უკანასკნელ წლებში სულ უფრო მეტი მაროკოელი ფოტოხელოვანი გაჩნდა, რომლებიც ცდილობენ საკუთარი იდეების გამოხატვას, სულ უფრო მეტ გამოფენას აწყობენ და მეტი მაყურებელი ინტერესდება მათი შემოქმედებით. ჯერ არ არსებობს მაროკოული ფოტოგრაფიის სკოლა, თუმცა კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანებს და შემოქმედებს სურთ მისი დაარსება.
ამ აუცილებლობის გამო შესაძლებელი გახდა მსგავსი გამოფენის მოწყობა. გამოფენის ავტორებს საერთო ვალდებულების განცდა აქვთ. ყველა ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი მისია მაროკოულ საზოგადოებაში არსებული გარემოებების, ფერების, ადგილების, ადამიანების და წამების მოხელთებაა. დარწმუნებული ვართ, ვიზუალური ხელოვნების განვითარება ქვეყნის სოციო-ეკონომიკური განვითარების ნაწილია. ეს იმას ნიშნავს, რომ მაროკოს შეუძლია საკუთარი თავის გამოსახულებების სახით გამოხატვა, რომელთა შექმნა, დაცვა, გაზიარება, ჩვენება და დანახვა აუცილებელია.
გამოფენა აერთიანებს მაროკოელი ფოტოგრაფების მიერ დანახული მაროკოს ვერსიას როგორც მაროკოელი, ისე საერთაშორისო დამთვალიერებლებისთვის და საშუალებას იძლევა, რომ სხვადასხვა ავტორის ხედვა თანაარსებობის პირობებში დაბალანსდეს. Sourtna მაროკოს არაბულ — დარიულ დიალექტზე ნიშნავს „ჩვენს სურათებს“.
აქ წარმოგიდგენთ ოთხ მათგანს: მურად ფიდუაშე, Rwinalife (ნამდვილი სახელი: ალი ელ მადანი), ფატიმაზოჰრა სერი და L4artiste (ნამდვილი სახელი: ისმაილ ზეიდი). ეს გამოფენა საგანგებოდ ქოლგა თბილისი ფოტოს კვირეულისთვის შეიქმნა — ახლებურად შევარჩიეთ და დავალაგეთ ნამუშევრები. ამავე დროს, პირველად ეწყობა Rwinalife-ის ფოტოგამოფენა, რადგანაც მანამდე მისი ნამუშევრები ვიდეოინსტალაციის სახით იყო წარმოდგენილი.

თიბისი არტ გალერეა

ჰუგო ვებერი, დენი მოლიკა

თიბისი ბანკის შენობა (მარჯანიშვილის ქ. #7) თბილისის უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული ძეგლია აიგო „კავკასიის ოფიცერთა ეკონომიკური საზოგადოების“ შეკვეთით მე-20 საუკუნის დასაწყისში. პროექტის ავტორია ცნობილი პოლონელი არქიტექტორი ალექსანდრე როგოისკი. 2005 წლიდან შენობა „თიბისი ბანკს“ ეკუთვნის.
თიბისი ბანკი „ქოლგა თბილისი ფოტო“ კვირეულთან, მრავალი წელია თანამშრომლობს.
გარდა მუდმივი ფინანსური მხარდაჭერისა, თიბისი ბანკის შენობა (მარჯანიშვილის ქუჩა, #7) ფოტოკვირეულის არაერთი გამოფენის მასპინძელიც ყოფილა. კერძოდ, „თიბისი არტ გალერეაში“ გამოიფინა:
2016 - ”დაჭერილი წამი”, გალერეა კოპელმანი, გერმანია
2017 - ”სიწმინდე”, დევიდ მაგნუსონი, შვედეთი
2018 - ლევან ხერხეულიძე. SPIRITS“ , საქართველო
2019 - ჯორჯ კატსტალერი „საქართველოზე ფიქრით”, ავსტრია

სივრცის ნახვა

ფოლკლორის ეროვნული ცენტრის გალერეა

ლუის ვაინშტაინი

ფოლკლორის ეროვნული ცენტრის გალერეა - ცენტრის მთავარ მისიას ქართული ტრადიციული კულტურის შენარჩუნება და გავრცელება წარმოადგენს, შემდეგი მიმართულებებით: ქართული ხალხური მუსიკის, ქართული ტრადიციული გალობის, ზეპირსიტყვიერების, ქორეოგრაფიის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების.

ლუის ვაინშტაინი “ეს არის, რაც არის”

„ეს არის, რაც არის“ არის ფოტოსერია, რომელიც აერთიანებს ჩილეში 1980-იან წლებში, ომის დროს გადაღებულ ფოტოებს. ყოველდღიური ცხოვრების, საჯარო სივრცეების, რთული მომენტების ამსახველი მასალა მრავალი წლის მერე დავალაგე ოთხ თავად და მათი საშუალებით შევეცადე მომეთხრო ამბავი თითოეული ფოტოს შესახებ. გადავიღე და დავამუშავე ყველა ფოტო, ზოგიერთი მათგანი გამოფენილი იყო, ზოგიც გამოქვეყნდა, მაგრამ მათი დიდი უმრავლესობა არქივში რჩებოდა დღემდე. ხელახლა მივუბრუნდი მათ და დავამუშავე. შემდეგ ძველი ფაქტურის მქონე თანამედროვე წიგნად შევკარი. ამან საშუალება მომცა, ხელახლა გამეაზრებინა ჩვენი ახლო წარსული. მთავარი გმირები არიან ჩვეულებრივი მებრძოლები. პარტიზანები შეგვიძლია ვუწოდოთ არა მხოლოდ შეიარაღებულ ადამიანებს, არამედ ქუჩაში გამოსულ ხალხსაც. წვიმაში პერიოდული პრესის გამყიდველები მოგვითხრობენ ამ ამბავს: მათ ჟურნალებს აწერია — diario de los guerrilleros (პარტიზანების დღიური, ან პარტიზანების ჟურნალი). ესაა მათი ჟურნალი და ისინი არიან ნამდვილი გმირები.

სივრცის ნახვა

საქართველოს ეროვნული არქივი

1920-იანი წლების ქართული კინო

ეროვნული არქივი - ეროვნული არქივში ინახება წერილობითი დოკუმენტები, კინოფირები, ფოტოები, ფონოდოკუმენტები. ექსპონატები IX-XXI საუკუნეებს მოიცავს.

1920-იანი წლების ქართული კინო
გამოფენაზე მუშაობდნენ: გიორგი კაკაბაძე, ქეთევან სადაგიშვილი, სოფიო ფაციაშვილი, ვალერი ლევჩენკო, სოფიო ჯობავა, ნინო ქავთარაძე.
ფოტო გამოფენა „1920-იანი წლების ქართული კინო“ 1921-29 წლებში „სახკინმრეწვის“ ბაზაზე შექმნილ ორმოცამდე ფილმს აერთიანებს. წარმოდგენილი ფოტომასალიდან უმეტესობა ფართო აუდიტორიისათვის დღემდე უცნობია. ვფიქრობთ, ეს გამოფენა გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმნით 20-იანი წლების უხმო პერიოდის ქართულ კინემატოგრაფზე.

სივრცის ნახვა

კინოთეატრი ამირანი

ჰენრიკ იოკეიტი

კინოთეატრი ამირანი - ქალაქში მოქმედი კინოთეატრებიდან უძველესია, სადაც მაყურებელს შეუძლია როგორც ახალი ასევე სხვადასხვა რეტროსპექტივების ყურებ.
კინოთეატრის სივრცეში ხშირად ტარდება საჯარო დისკუსიები, ღია ლექციები და გამოფენები.

სივრცის ნახვა

გუდიაშვილის მოედანი

დმიტრი გომბერგი

გუდიაშვილის მოედანი - უნიკალური არქიტექტურული ძეგლი, რომელიც აერთიანებს ქართულ, ორიენტალისტურ და კლასიცისტურ სტილს. XIX საუკუნეში შენობა ეკუთვნოდა იმპერიულ სამხედრო უწყებას. საბჭოთა პერიოდში ყოფილი საცხოვრებელი სახლი გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ რედაქციად გადაკეთდა. ამჟამად მიმდინარეობს შენობის რეკონსტრუქცია.

სივრცის ნახვა

FOTOGRAFIA

იულია ხანი, იან იუგაი,ანტონ შებეტკო

Fotografia - ფოტო გალერეა, სადაც შეგიძლიათ ფოტოების შეძენაცა და დაბეჭდვაც. გალერეის მთავარი მიზანია ქართველი ფოტოგრაფების კონტრიბუცია გააცნოს საზოგადოებას.

სივრცის ნახვა

წარმოსახვითი სივრცე

იგორ პიორტი, იგორ ფედოსოვი, ანა ზიბელნიკი, პიტერ ფუნჩი

წარმოგიდგენთ ფოტოკვირეულის ბოლო გამოფენას, რომელიც სიმბოლურად ვირტუალურ, მაგრამ ამჯერად წარმოსახვით სივრცეში გამოვფინეთ. ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება ბოლო წარმოსახვითი სივრცე, სადაც გამოფენას ვმასპინძლობთ და სამომავლოდ პირადად შევხვდებით.

სივრცის ნახვა