პროგრამა
5-10 მაისი, 2020

გამოფენა

ქსოვილისა და სტრუქტურის შესახებ
EEP Berlin
იულია ხანი, იან იუგაი,ანტონ შებეტკო
კურატორი მაია ჰრისტოვა


ფოტოგრაფია ყველაზე ბოლოს შეუერთდა სახვით ხელოვნებას. ხელოვნების ბევრ აკადემიაში მისი ადგილი ჯერ კიდევ საკამათოა. გამოგონების დღიდან ფოტოგრაფია ითვლებოდა, როგორც ცხოვრების შესწავლის და დოკუმენტირების საშუალება ხელოვნების სხვა ფორმების შესაქმნელად ან დაარქივების მიზნით. მისი უპირატესად პრაქტიკული ფუნქციების გამო, როგორც იმ დროს თვლიდნენ, ის შემოქმედის წარმოსახვის არასრულყოფილ და ნაკლოვან გამოხატულებად მიიჩნეოდა. ამის შემდეგ ამგვარმა გამიჯვნამ აზრი დაკარგა, რადგან დღესდღეობით ფოტონამუშევრები ხელოვნების მუზეუმებშია გამოფენილი და მას თავისი ადგილი უკავია ვიზუალური ხელოვნების ისეთ ფორმებს შორის, როგორიცაა ფერწერა, არქიტექტურა და ქანდაკება. უპირატესობა მიენიჭა ხელოვანის ჩანაფიქრს და ამიტომაც მან სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობა დაიწყო. თუმცა, თუკი ქანდაკებისა და ფოტოგრაფიის მიმართებაზე დავფიქრდებით, მათ მაინც ერთმანეთის მიმართ შეპირისპირებულად ჩათვლიან. ფოტოგრაფია მაინც ერთგვარ ბრტყელ მედიუმად ითვლება, ხოლო ქანდაკება — სივრცესთანაა დაკავშირებული, რელიეფურია. ამ გამოფენის მიზანია ქანდაკების და ფოტოგრაფიის დაახლოება და ამ საშუალებებს შორის კავშირის დადგენა ფოტოგრაფიის თვალსაზრისით. როგორ აღიქვამენ თანამედროვე ფოტოგრაფები ქანდაკებას და როგორ არის წარმოდგენილი ქანდაკება მათ შემოქმედებაში? გამოფენა აერთიანებს ყაზახი იულია ხანის, რუსი იან იუგაის და უკრაინელი ანტონ შებეტკოს ნამუშევრებს. ამ პროექტის ფრაგმენტები გამოქვეყნდა ჟურნალ EEP Berlin-ის პირველ ნომერში, ხოლო ფოტოგრაფია, როგორც სივრცული ობიექტი, ამ ჟურნალის მთავარი თემა იყო.
EEP Berlin ბერლინში მოქმედი ფოტოგრაფების პლატფორმაა, რომელიც თანამედროვე აღმოსავლეთ ევროპელი ფოტოგრაფების ნამუშევრების საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე წარდგენას ისახავს მიზნად. ისინი იკვლევენ სხვადასხვა საკითხს, მათი კურატორობით ეწყობა გამოფენები და აქვეყნებენ ხელოვნების ნიმუშების რეპროდუქციებს თუ ისტორიებს ინტერნეტში. მათი ძალისხმევით, ასევე, გამოდის ჟურნალი EEP, რომელიც პირველი მედია-საშუალებაა აღმოსავლეთ ევროპელი ვიზუალური არტისტების და ფოტოგრაფების შესახებ. EEP-ს პირველ გამოცემაში შევიდა საგულდაგულოდ შერჩეული 41არტისტის ნამუშევრები 18 ქვეყნიდან და 2019 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა.

გაგძელება