5-10 მაისი, 2020
გამოფენა
“ტრანზიტი როდოსზე”
2018 წლის მარტში ხუთი დღე გავატარე კუნძული როდოსის მიტოვებულ, უზარმაზარ სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. აქ პლაჟები მეჩხრადაა და კუნძულზეც ცოტა ადამიანი ცხოვრობს. ორას მეტრზე ნაკლები ფართობის სანაპიროზე ათობით სანდალი, ფეხსაცმელი და ფლოსტი ვიპოვე. ბევრი მათგანი ძალიან შელახულად გამოიყურებოდა. წყვილი ფეხსაცმელი ვერსად ვნახე. მე თვითონ ზღვის პირას დავიბადე. თავიდან ვიფიქრე, რომ ეს ყველაფერი იქნებ ტალღებმა მოიტანა-მეთქი. მაგრამ რატომ იყო სულ ცალი ფეხსაცმელი? ფეხსაცმლის ძირებზე შევნიშნე წარწერა: „დამზდებულია სირიაში“. ეს ერთგვარი ახსნა იყო, მაგრამ ცოტა ჰიპოთეტური. მეჩხერი, დაუსახლებელი სანაპირო იდეალური ადგილი იქნებოდა ლტოლვილებისთვის, რომლებიც თურქეთიდან ან ლიბიიდან მოდიოდნენ. სამი დღის განმავლობაში ვიღებდი ამ ნაპოვნ ფეხსაცმელებს. შემდეგ როდოსიდან წავედი. საბერძნეთის სხვადასხვა კუნძული, მაგალითად, კოსი, 2015 წელს მიგრაციის ეპიცენტრებად ითვლებოდა. ამის შემდეგ ევროკავშირს, თურქეთსა და ლიბიას შორის შეთანხმების საფუძველზე, მიგრაციის მარშრუტები შეიცვალა. როდოსი უსაფრთხო და დროებითი თავშესაფარი იყო ევროპისკენ დაძრული ლტოლვილებისთვის. ფეხსაცმელები, რომლებიც სავარაუდოდ ლტოლვილებმა დაკარგეს კუნძულზე ჩამოსვლისას, მიუთითებს, რომ მათი დევნის პერიოდი დასრულდა და ხმელეთზე გადმოვიდნენ. ყველა ფოტოგრაფის მსგავსად, მეც ვაჩვენებ აღმოჩენილ ნივთებს ნეგატიურ კონტექსტში, რაც ამ დავიწყებულ ნივთებს დიაგნოზივით მნიშვნელობას ანიჭებს.
ციურიხი, ივლისი, 2019