5-10 მაისი, 2020
გამოფენა
იან ტეჰი, NASA/Curiosity, იან ვან კოლერი, დანიელ და გეო ფუქსები, დავიდ კლამერი
ანთროპოცენის ამბები
კურატორი: თინა შელჰორნი
ანთროპოცენი არის ტერმინი, რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატმა პოლ კრუტცენმა შექმნა და დედამიწის უახლეს გეოლოგიურ პერიოდს განსაზღვრავს, როგორც ანთროპოგენულს. ეს იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე ნებისმიერი ატმოსფერული, გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, ბიოსფერული და სხვა პროცესები დედამიწის სისტემაში ადამიანების ზემოქმედების შედეგადაა შეცვლილი.
სტაბილურობის ეს დაკარგვა შეიძლება კატასტროფული აღმოჩნდეს. თუკი კორონავირუსის პანდემიამ შეიძლება გვასწავლოს რამე კლიმატურ კრიზისზე, ეს ერთ-ერთი გაკვეთილია: ჩვენი გლობალური ეკონომიკა გაცილებით უფრო მოწყვლადია, ვიდრე გვეგონა და დაუყოვნებლივ უნდა მოვერგოთ ცვლილებებს და მოვემზადოთ უცნობი მომავლისთვის. ათროპოცენის შესწავლა არა მხოლოდ მეცნიერების საქმეა. საზოგადოებრივი, ჰუმანიტარული მეცნიერებების და ხელოვანების ჩართულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ცვლილებების მიზეზების გაანალიზების საკითხში. მაგრამ ამავდროულად, აუცილებელია მნიშვნელოვანი ზომების გატარება მავნე ტენდენციების შესამცირებლად
იან ტეჰი ,კუალა ლუმპური, მალაიზია - ნაკვალევები: ჩინეთის ახალი უდაბნოები
2018 წლის მაისში ჩინურ ექსპედიციას შევუერთდი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ცნობილი გარემოს დამცველი იანგ იონგი. ჩვენ ვაკვირდებოდით ბოლო პერიოდში გაუდაბნოების ნიშნებს ხუანხეს სათავესთან, ტიბეტის მთიანეთში. ფოტო სერიები აღბეჭდავს ექსპედიციის საქმიანობას, სასაზღვრო რეგიონების დაზიანებულ ლანდშაფტებს და ხუანხეს სათავეებს. www.ianteh.com
NASA/ Curiosity, - მარსის პანორამა
NASA-ს როვერმა Curiosity მარსის ზედაპირის უმაღლესი რეზოლუციის პანორამული გამოსახულებები გადაიღო. კოლექცია მოიცავს 1000-ზე მეტ გამოსახულებას, რომელიც როვერმა 2019 წლის მადლიერების დღეს გადაიღო და შემდეგ საგულდაგულოდ მოგროვდა. მთლიანობაში აქ მარსის ლანდშაფტის 1,8 მილიარდი პიქსელია. (ტექსტი: NASA/JPL-Caltech/MSSS) https://mars.nasa.gov
იან ვან კოლერი, ბოუზმენი/აშშ - ანტარქტიდა /ყველაზე ძველი ყინული დედამიწაზე
განსაკუთრებით მაოცებს ყინულის, როგორც დედამიწის ატმოსფეროს არქივის გაგება. ცოტა ხნის წინ დავბრუნდი ანტარქტიდის ალან ჰილზიდან, სადაც ფოტო გადავუღე მეცნიერების გუნდს, რომლებიც ადამიანის მიერ ნაპოვნი უძველესი ყინულის მოძიებაზე მუშაობდნენ. ყინული დაახლოებით 2,7 მილიონი წლის აღმოჩნდა. ამ ყინულში მოქცეული ჰაერის მიხედვით შეიძლება ზუსტად ითქვას, როგორი ატმოსფერო იყო დედამიწაზე იმ დროს. მთვარი პასუხი ისაა, რომ დღესდღეობით ჰაერში ნახშირორჟანგის შემცველობა 2,7-მილიონწლიანი ისტორიის მანძილზე ყველაზე მაღალია. ამ გუნდის წევრებთან მუშაობის შედეგად ხელოვნება და მეცნიერება ერთმანეთს დაუახლოვდა — შედეგად გასაგები და საგრძნობი უნდა გაგვეხადა კლიმატური ცვლილების უდიდესი პრობლემა ადამიანებისთვის. https://www.ianvancoller.com
დანიელ და გეო ფუქსები, გერმანია - ბუნება და განადგურება
ეს პეიზაჟები წარმოგვიდგენს სამყაროს სინამდვილისა და წარმოსახვის ზღვარზე. ამ ნამუშევრებთან გაშინაურებისთვის ინტენსიურად უნდა ვათვალიეროთ ფოტოები. და როგორც კი დამთვალიერებელი ამ სამყაროში შეაღებს კარს, ის წინააღმდეგობების უსასრულო თამაშში აღმოჩნდება, რომელიც პრიალა და თან პოსტაპოკალიფსური ესთეტიკით დაღდასმულ სამყაროში მიმდინარეობს. ამავდროულად, ის უპირისპირდება ბუნების განადგურებას კაცობრიობის ზემოქმედების შედეგად. ფოტოების უმრავლესობა გადაღებულია რობოტი-კამერების მეშვეობით, რომლებიც NASA-მ და Google-მა მარსზე მისიისთვის შეიმუშავეს. www.daniel-geo-fuchs.com
დავიდ კლამერი, გერმანია - Cologne – Ende Gelaende
„Ende Gelaende“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ხელმძღვანელობითაც ეწყობა გარემოს დაბინძურების საწინააღმდეგოდ მიმართული სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციები იმ კომპანიის შესაჩერებლად, რომელიც ყავისფერი ნახშირის მოსაპოვებელ სამუშაოებს ატარებს.
2019 წლის 24 ივნისს, მღებავის წითელსა და თეთრ კოსტიუმებში გამოწყობილმა ათასობით აქტივისტმა გადაკეტეს სარკინიგზო გზები და გარცვაილერის ღია მაღაროს უზარმაზარ ტერიტორიაზე შეიჭრნენ, ნოირათის ელექტროსადგურის მახლობლად, გრევენბროიჰში (გერმანია).
https://www.davidklammer.com
პროგრამა
პროგრამა
საქართველოს ეროვნული მუზეუმი
მშვიდობის ხიდის მიმდებარე ტერიტორია