5-10 მაისი, 2020
გამოფენა
ფინბარ ო’რაილი
დაკარის მოდა
კურატორი: თეონა გოგიჩაიშვილი
ოქროსფერი სანაპიროებით, თვალისმომჭრელი ღამის კლუბებით, ენერგიული მუსიკით და მოდით სენეგალის დედაქალაქი დაკარი თანდათან სულ უფრო მეტად იხვეჭს სამოგზაუროდ აუცილებელი მიმართულების სახელს. ეს მხიარული ზღვისპირა ქალაქი „დასავლეთ აფრიკის მოდის ცენტრია“, როგორც ეს ჟურნალმა National Geographic Traveler-მა აღნიშნა იანვრის ნომერში. ასევე, დაკარი ქალაქში ყველაზე კარგი გასართობი ადგილების ჩამონათვალის თვალსაზრისითაც პირველ ადგილას გავიდა. ახლახან The New York Times-მა დაკარი 2019 წელს აუცილებლად დასათვალიერებელი 52 ქალაქის ჩამონათვალში შეიყვანა და აღნიშნა, რომ ქალაქში „უდიდესი დადებითი ენერგია ტრიალებს“ და ადგილობრივი „დიზაინი და მოდა ნიუ იორკის სადემონსტრაციო დარბაზებისთვის ზედგამოჭრილია“. ეს ყოველთვის ასე იყო, უბრალოდ, ახლა უფრო დიდი ყურადღება მიაქციეს. დაკარში 2005 წელს გადავედი საცხოვრებლად და აქ თითქმის ათი წელი დავრჩი. ახალი ამბების ფოტოგრაფად ვმუშაობდი და აფრიკის შესახებ ამბებს ვიღებდი. ეს ამბები ხშირად შეეხებოდა ომებს, გადატრიალებებს, ბუნებრივ კატასტროფებს, მაგრამ სენეგალი ყოველთვის მშვიდობის სავანე იყო და აქ შედარებით სიმშვიდე იყო. ჩემს, როგორც ფოტოგრაფის, თვალს ყოველთვის იტაცებდა ცოცხალი ფერები და დიზაინი. წლების განმავლობაში ამ ქალაქში მოდას ვიღებდი. ახალგაზრდები განსაკუთრებულ მოწიწებას გრძნობენ ტრადიციული ტანსაცმლის — გრილი ბუბუების მიმართ, რომლებიც განსაკუთრებულ შემთხვევებში აცვიათ. ამ ყველაფერს ისინი საკუთარ, ინოვაციურ სტილს უხამებენ. კონტინენტის უკიდურეს დასავლეთში არსებული სენეგალი არის ქვეყანა, რომლის საშუალო ფენასაც კარგი განათლება აქვს მიღებული. კარგი აღნაგობის მქონე, პოდიუმისთვის გამზადებული ინსტაგრამის თაობა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია აფრიკული და ამერიკული მოდა, ელეგანტურ და ესთეტიკურად მიმზიდველ სტილს ქმნის. იოჰანესბურგი, ლაგოსი, ნაირობი და კასაბლანკა ცნობილია აფრიკული მოდის მოწინავე ქალაქებად. მაგრამ დაკარი ასეთივე მნიშვნელობის ცენტრად იქცა, დაკარის მოდის კვირეულის 40 წლის ორგანიზატორის, ადამა ნდიაიეს ძალისხმევის წყალობით. „კარიერა მაშინ დავიწყე, როცა ყველა ახალგაზრდა გოგო ჩემ ქვეყანაში რაღაცის გაკეთებას ცდილობდა“, ამბობს ნდიაიე. დაკარის მოდის კვირეულზე, რომელსაც 17 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი, თავდაპირველად ძალიან ცოტა მონდომებული ადგილობრივი დიზაინერი და მოდელი წყალობდა. ღონისძიებები ხშირად დანგრეულ სასტუმროებში ტარდებოდა. ახლა უკვე ათობით დიზაინერი მთელი მსოფლიოდან ჩამოდის, რომ თავისი კოლექცია, დიჯეების მუსიკის ფონზე წარმოადგინოს სივრცეში, რომელსაც დრონებით იღებენ და ეროვნული ტელევიზიით გადაიცემა. ნდიაიეს ერთ-ერთი მეგობარი, სტილისტი იენკე აჰმედ ტაილი სპილოს ძვლის კუნძულიდან და სენეგალიდან, ბიონსეს კონსულტანტია სტილის საკითხებში და, ასევე, კონსულტაციებს უწევს კანიე უესტს და კიმ კარდაშიანს. საქველმოქმედო კონცერტზე Global Citizen Festival: Mandela 100, რომელიც გასულ თვეში სამხრეთ აფრიკაში გაიმართა, ბიონსეს ნიაიეს შექმნილი ტანსაცმელი ეცვა. მათ შორის იყო კვადრატული, რელიეფური ჩანთა, მომთაბარე ტუარეგების სტილში. Euromonitor-ის თანახმად, უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე, აფრიკული მოდა სულ უფრო ფართოვდება. სამხრეთ ნაწილში მდებარე აფრიკულ ქვეყნებში დამზადებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 31 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ინდუსტრიის ამოცანებში შედის ტანსაცმლის წარმოების ფასების მართვა, ხარისხის კონტროლი, დოსტრიბუციის მოწესრიგება და დიდ ბაზრებზე გასვლა. ამგვარი გამოწვევები სენეგალელთა დიდი ნაწილისთვის უცხოა, რომელთათვისაც მთავარია შესაბამისი ტანსაცმელი აარჩიონ, კარგად გამოიყურებოდნენ და მნიშვნელობა არ აქვს, სად მიდიან. წარმოგიდგენთ რამდენიმე ფოტოს, რომელზეც გამოსახულია დაკარის სტილის და მოდის მრავალფეროვნება და ღონისძიებები, რომლებსაც წლების მანძილზე ვიღებდი.
პროგრამა
პროგრამა
საქართველოს ეროვნული მუზეუმი
მშვიდობის ხიდის მიმდებარე ტერიტორია