Play Video
×
პროგრამა
5-10 მაისი, 2020

გამოფენა

5341
ჰუგო ვებერი, დენი მოლიკა
კურატორი: კარინ დოლეკი


იტალიაში ყველა ქუჩას თავისი ბიუროკრატიული კოდი აქვს იდენტიფიკაციის მიზნით.
5341 — ბოიფავას ქუჩის კოდია მილანის სამხრეთით, პროლეტარების გარეუბანში. ეს ციფრი ახალგაზრდებს შორის იქ დაბადების და აღზრდის სიმბოლოდ იქცა. ამ ციფრებს ისინი კედლებზე წერენ, ზოგჯერ კი სხეულზეც ისვირინგებენ. ეს იტალიის გარეუბნებში ახალგაზრდების მდგომარეობას გამოხატავს, ხაზს უსვამს მოწყენილობას, უმუშევრობას და სოციო-ეკონომიკურ სიღარიბეს, ასევე წვრილმან ქურდობას და უბანში ამ ახალგაზრდების „დატყვევებას“. 5341-ის ბიჭები პარალელური ცხოვრებით ცხოვრობენ, მუდმივად კანონიერების ზღვარზე არიან, ეძებენ ადგილს სამყაროში, რომელმაც ისინი საკუთარი თავის ანაბარა მიატოვა და წაართვა შესაძლებლობა, იყვნენ ისინი, ვინც სურთ. 5341-ის საშუალებით, ახალგაზრდები ცდილობენ, შექმნან ახალი საზოგადოება/ოჯახი, სადაც საკუთარი ბედის განმგებლები იქნებიან.

გაგძელება