თარიღი

4 მაი 2025

გალერეა

გალერეა ცალკე სივრცე

დროები

18:00

ზურაბ არაბიძე

მომაკვდინებელი დუმილი

კურატორები თამუნა არშბა და თათა ქსოვრელი

ზურაბ არაბიძის შავ-თეთრი პორტრეტების სერია, “მომაკვდინებელი დუმილი”, 2009 იძულებული დუმილის ფენომენს, საკომუნიკაციო ენის გაქრობას და ძალაუფლების როლის მექანიზმებს იკვლევს დუმილი პოსტმედირნიზმში ერთ-ერთი აქტუალური საკითხია, ის არ ეხება სიჩუმეს, სიჩუმე ბუნერბრივი მდგომარეობაა, დუმილის არსებობა სუბიექტის ნებასთან არის დაკავშირებული, და ბინარულობაშია მეტყველებასთან, სიტყვასთან. სიჩუმეში არაფერი არ ისმის, დუმილში არავინ არ საუბრობს, ეს ორი ერთმანეთის გარეშე არ არსებობს და პარალელურად თანაარსებობაშია. შეიძლება თუ არა გადმოიცეს მომაკვდინებელი დუმილის მდგომარეობა სიტყვით, სავარაუდოდ უფრო ვიზუალური მესიჯით. ფოტო-პორტრები მულტიექპოზიციით არის გადაღებული და ზოგ შემთხვევაში ფირების ერთმანეთზე დადებით არის დაბეჭდილი, რაც გამოსახულებას მრავალ შრიანს ხდის, პორტრეტები არ გადმოსცემენ სიჩუმეს უფრო ხმაურს და მრავალ ერთმანეთში არეულ შეტყობინებას რასაც ერთ სიტყვამდე მიყავს ცნობიერი _ იმედგაცრულება ან შეშლილობა. ამ კონტექსტში აქტუალურია მიშელ ფუკოს დისკურსი დუმილის არქეოლოგიის1 შესახებ, სადაც ფილოსოფოსი სტრუქტურულად, შეშლილობის კვლევის რეფერენსით დუმილს იკვლევს. დუმილის არქეოლოგია არ აღნიშნავს მუნჯობას ან სიტყვის არ არსებობას, არამედ ეხება გონების მიერ გაცემულ ბრძანებას მეტყველების შეწყვეტის, წართმევის შესახებ. შეშლილობის ფენომენი უკვე თავად სიტყვის არსშია შევიწროვებული, აღიქმება ცნობიერში, როგორც კოდი ავადმყოფობის შესახებ, რომელიც ოდითგანვე გონიერებასთან ერთად არსებობს. გონიერიც და შეშლილიც ერთი ლოგოსის ნაწილია, რომელიც კლასიკურ ეპოქაში შეწყვეტილი იყოგადაწყვეტილებით”, რაც გონიერს და შეშლის ყოფს ერთმანეთისგან, შედეგად შეშლილობას სიტყვა ერთმევა, და აკრძალული  სისტემის ქვეშ ექცევა კონტროლისათვის: ციხეში, კამერებში, იზოლაციაში. ფუკოს ეს კვლევა ძირეულად ეხება ადამიანის როგორც სოციალური არსების არსის კვლევას. თანამედროვე კულტურა ხშირად მიმართავს შეშლილობის ფსიქიური კვლევის ანალიზს, ადამიანის არსობრივი შემეცნებისათვის და ეს სარკეში ჩახედვასთანაა გაიგივებული. მოცემული მაგალითი გონების მდგომარეობებს უპირიპირებს ერთმანეთს, რომლის შედეგადაც ერთი მდგომარეობა მეორე მდგომარეობის მიმართ კონტროლის და შიშის მექანიზმის გამოყენებით ართმევს ხმას, ესეთი დუმილი ერთის მხრივ უფსკრულის მანიფესტაციაა, მეორეს მხრივ ამ მდგომარეობის აღიარება პირველი ნაბიჯია საზოგადოების ყოფიერების აროსბრივი შემეცნებისაკენ. 

თამუნა არშბა 

ქართველი არქიტექტორი და ხელოვანი, რომლის კარიერა წარმოადგენს არქიტექტურული ლოგიკისა და მინიმალისტური ხელოვნების სინთეზს. მის ნამუშევრებში სივრცე დაშვებულია მხოლოდ არსებამდე, ხოლო ფორმა არსებობს არა არსებობისთვის, არამედ სიჩუმისთვის. იგი იყენებს არყოფნას, როგორც გამოხატვის საშუალებას, სადაც აზრი იბადება სიცარიელეში, და რეალობის კონტურები იშლება წმინდა ხაზებად. დაიბადა და გაიზარდა თბილისშიქალაქში, რომელიც ჩაკეტილია წარსულსა და მომავალს, ისტორიასა და ქაოსს შორის. აქ მან შთანთქა როგორც უძველესი ტრადიციები, ისე თანამედროვე მხატვრული იმპულსები. ადრეული ასაკიდანვე არქიტექტურა გახდა მისი შინაგანი ენადროისა და სივრცის არაპროგნოზირებადი დინების დალაგების საშუალება. არქიტექტურის მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მან აკადემიური სიზუსტე დააბალანსა ინტუიციით, რომელიც უხილავს გრძნობინებს. მისი პროექტები მხოლოდ ხაზებისა და ფორმების ურთიერთქმედება არ არისისინი დიალოგებია შუქსა და ჩრდილს, არსებობასა და არყოფნას, რეალობასა და ფანტაზიას შორის. როგორც არქიტექტურაში, ისე თანამედროვე ხელოვნებაში, იგი ცდილობს დაიჭიროს ეპემერულიმომენტი გაქრობის წინ და შეინარჩუნოს ის იმ ფორმით, სადაც დრო ჩერდება. ზურაბ არაბიძე საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობს. მისი შემოქმედება გეოგრაფიულ საზღვრებს სცილდებასივრცეში, სადაც მინიმალიზმი ფიქრის მეთოდად იქცევა, არსის ფილოსოფიად. ეს არის ხელოვნება, სადაც ყველაფერი ზედმეტი ქრება და მხოლოდ არსი რჩება.