ვარლამ გენგიური
60 წელი ფოტოგრაფიაში
ვარლამ გენგიური დაიბადა 1935 წელს.
13
წლის
იყო,
როდესაც
მეზობლის
ფოტოლაბორატორიაში მოხვდა და მალევე გაიტაცა ფოტოგრაფიამ. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, პირველი კადრები რომ გადაიღო.
1960
წლიდან
მედიაში მოღვაწეობს. მუშაობა „ახალგაზრდა კომუნისტში“
დაიწყო.
მოგვიანებით
კი სხვადასხვა გაზეთის, მათ შორის „სოფლის ცხოვრების“,
„კომუნისტისა“ და „საქართველოს რესპუბლიკის“ ფოტორეპორტიორი იყო.
სპორტის სიყვარულმა, რომელიც ველოსპორტზე სიარულმა გაუღვივა, განაპირობა ვარლამ გენგიურის სპორტულ ფოტოგრაფიაში საქმიანობა.
თუმცა,
ის ჟანრობრივად მრავალფეროვანი ფოტორეპორტიორია.
1971
წელს
სპორტული
ფოტოს
რესპუბლიკურ
კონკურსზე
ვარლამ
გენგიურის
ფოტოსერიამ
პირველი
პრემია
დაიმსახურა.
1999 წელს ის საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
ვარლამ გენგიურის ობიექტივში მოხვდა საბჭოთა და დამოუკიდებლობააღდგენილი საქართველოს არაერთი
მოვლენა
როგორც
სპორტში,
ასევე
საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ვარლამ გენგიურს წელს გადაეცა ალექსანდრე
როინაშვილის სახელობის პრიზი ქართული ფოტოგრაფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული
წვლილისთვის