თარიღი

6 მაი 2025

გალერეა

მელიკ აზარიანცის სახლი /შესასვლელი ელბაქიძის აღმართიდან/

დროები

19:00

თაკო რობაქიძე, National Geographic საქართველო

პანკისის ხეობის ხმები

უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში გადაღებულ ფოტოებზე ასახულია საქართველოს ამ ზღაპრული პატარა ხეობის ცვალებადი კულტურული ლანდშაფტი, სადაც ქისტი ქალები სტერეოტიპების დამსხვრევას და წარმავალი ტრადიციების შენარჩუნებას ერთდროულად ცდილობენ. 

თაკო რობაქიძე დოკუმენტური ფოტოგრაფიის მიმართულებით მუშაობს და ძირითადად აღბეჭდავს საქართველოში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ თემებსა და ომთან დაკავშირებულ გარემოებებს. თაკომ 2022 წელს მიიღო National Geographic Society-ის გრანტი და გახდა National Geographic-ის მკვლევარი. იგი ასევე არის Magnum Foundation-ის ფოტოგრაფიისა და სოციალური სამართლიანობის პროგრამის სტიპენდიანტი. 2021 წელს დაჯილდოვდა Noor-ის მიერ დაწესებული სტენლი გრინის სახელობის პრემიით. ჟურნალში National Geographic საქართველო მისი ნამუშევრები არაერთხელ გამოქვეყნებულა და მათ შორის აღსანიშნავია ვრცელი სტატია „აკრძალული ენა“, რომელიც ენგურს მიღმა, რუსული ოკუპაციის პირისპირ აღმოჩენილი ადამიანების შესახებ მოგვითხრობს.