ოლიმპიზმი გახდა ხილული
ალექს მაიოლი, ვანესა უინშიპი, მაქს პინკერსი, რინკო კავაუჩი, ლუის ალბერტო როდრიგესი, უეინ ლოურენსი
საერთაშორისო ფოტოგრაფიული
პროექტი, რომელიც იკვლევს სპორტის როლს საზოგადოებაში და მის როგორც კატალიზატორის
ფუნქციას სოციალური განვითარებისა და მშვიდობისთვის
ალექს მაიოლი ამერიკა, რიო დე ჟანეირო, ბრაზილია. ვანესა უინშიპი ევროპა, ლივერპული, დიდი ბრიტანეთი. მაქს პინკერსი ოკეანია, ნგერულმუდი, პალაუ. უეინ ლოურენსი აფრიკა, კაკუმა ლტოლვილთა ბანაკი, კენია. ლუის ალბერტო როდრიგესი ამერიკა, ჩიაპასი/ტაბასკო, მექსიკა. რინკო კავაუჩი აზია, ფუკუშიმა, იაპონია
გარდა იმისა, რომ ოლიმპიადის მაგიური სული ცოცხლდება ოლიმპიური თამაშების ჩატარების დროს, ის ასევე ცოცხლობს ამ დიდი სპორტული მოვლენის მიღმაც, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) მიერ მხარდაჭერილი გლობალური ორგანიზაციების, დამოუკიდებელი პიროვნებებისა და პროგრამების ძალისხმევით, რომელთაც საერთო მიზანი აერთიანებს: ავაშენოთ უკეთესი მსოფლიო სპორტის მეშვეობით.
„ოლიმპიურობა გახდა ხილული“ საერთაშორისო ფოტოგრაფიული პროექტია, ოლიმპიური მუზეუმის ხელმძღვანელობით, რომელიც მიზნად ისახავს, გამოავლინოს ოლიმპიური ფასეულობები და მათი ზეგავლენა, როდესაც სპორტი ჩამდგარია კაცობრიობის სამსახურში ჰუმანიტარულ სფეროებში საზოგადოებრივ გაერთიანებებზე დაფუძნებული განვითარების ინიციატივების განხორციელებისას, მშვიდობის ხელშეწყობის, ჯანმრთელობის და კეთილდღეობისთვის.
ოლიმპიურმა მუზეუმმა
2018 წელს პროექტის დაწყების შემდეგ 10 ცნობილი ფოტოხელოვანი მოიწვია მათი შემოქმედებითი
ხედვის მსოფლიოს სხვადასხვა საზოგადოების სპორტის პრაქტიკაში განსახორციელებლად.
Kolga Tbilisi Photo ამ ხელოვანთაგან ექვსს, რინკო კავაუჩის, უეინ ლოურენსს, ალექს
მაიოლის, მაქს პინკერსს,
ლუის ალბერტო როდრიგესსა და ვანესა უინშიპს წარმოგიდგენთ 5 მაისიდან 29 მაისამდე, MOMA Tbilisi-ში. ისინი ხილულს ხდიან კრიტიკულ
საკითხებს, რომელიც მუდმივად სოლიდარობას მოითხოვს და სპორტის, როგორც სიხარულის, მიღწევების, პატივისცემისა და მეგობრობის უნივერსალური უფლების პოპულარიზაციას
ახდენენ, რაშიც მდგომარეობს კიდეც სპორტის არსი.
სპეციალური მადლობა სიმონე ქლაინს