თარიღი

15 მაი 2024

გალერეა

The Why Not Gallery

დროები

19:00

ნიკოლოზ თაბუკაშვილი

ახალი თბილისი

კურატორი - ირინე ჯორჯაძე

ნიკოლოზ თაბუკაშვილის ფოტოების სერია თბილისის ისტორიულად გამორჩეული სივრცეების, ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების, რეკონსტრუქციის ერთ მონაკვეთს გვიჩვენებს.

რეკონსტრუქციის პირველი ეტაპი, როგორც წესი, დროებითი მდგომარეობაა — გამოშიგვნა და ფარდების ჩამოფარება, გარდასახულის გამოჩენამდე. ტექნიკური ფარდების ნაკეცებისა და ბუნდოვან გამჭვირვალობაში ზოგჯერ ჯერ კიდევ ჩანს ჩვეული კულტურა — სამკერვალოების, ბიბლიოთეკის და სახელოსნოების აბრები — შენობების გამოცდილებით ჩამოყალიბებული შინაარსი; გარდამავლობის დროებითი ან მუდმივი ეტაპი სამშენებლო მოედნად ქცეულ ქალაქში სხვაგვარ ფიზიკურ მოძრაობას მოითხოვს — შემოვლითი გზით სიარულს, გადატყავებული ტროტუარისთვის ნაბიჯის აცილებას, წაშლილ და წასაშლელად გამზადებულ სივრცეში სიარულს.

ნიკოლოზ თაბუკაშვილი (დაიბ. 1985, თბილისი) არის ფოტოდოკუმენტალისტი და ვიდეოგრაფერი. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ჩართულია ფილმების, მუსიკალური ვიდეოების და სატელევიზიო პროგრამების წარმოებაში. მისი შავთეთრი ფოტოსერიები ასახავს უბრალო ხალხის ცხოვრების ყოველდღიურობას, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცვლილებების ფონზე, როგორც საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში, ასევე სამხრეთ კავკასიის ზოგიერთ რეგიონში. მისი ნამუშევრები წარმოდგენილია სხვადასხვა საერთაშორისო კატალოგებში, და მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო, რომელთა შორის არის ყოველწლიური ფოტოკონკურსი „ქოლგის“ ჯილდოც.