თარიღი

16 მაი 2024

გალერეა

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი

დროები

19:00

ლიამ ბეილი, გაბრიელ ჩუბინიძის კერძო კოლექცია

მეხსიერების ბარათი - თბილისი

კურატორი - დინა ოგანოვა

ლიამ ბეილი: 1991 წლის სექტემბრის დასაწყისში თბილისში აღმოვჩნდი ჟონგლირების საერთაშორისო ფესტივალის გასაშუქებლად, რომელიც პირველად იმართებოდა. ამ უჩვეულო ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები ბრიტანული გამოცემა Guardian-ისგან გადმომეცა, რომლისთვისაც ფოტოების გადაღება მქონდა დავალებული. ეს ჩემი პირველი სამუშაო ვიზიტი იყო საზღვარგარეთ და როგორც დამწყებ ფოტოჟურნალისტს, ისეთი ამბის მოყოლა მსურდა, რომელიც მაშინდელი ფოტორედაქტორის, ემონ მაკკეიბისთვის საინტერესო იქნებოდა. ადგილობრივ ოჯახში ცხოვრებისას, მაშინ როცა იქაური სმის ჩვეულებები გაუგებარი იყო ჩემთვის, ყოველ დილა ყინულივით ცივი არყით შეფხიზლებული და ქვასავით პურით და ყველით დამძიმებული გავდიოდი სახლიდან. ვთვლიდი, რომ გამიმართლა, იმ დროს ქალაქში რომ მიწევდა ყოფნა. ჟონგლიორების და ფესტივალის გარემოს უამრავი შავ-თეთრი ფოტო გადავიღე, მაგრამ ნამდვილ ისტორია თბილისის ადგილობრივი მოსახლეობას უკავშირდება, რომელთა ძირითადი ნაწილი უბრალოდ ცხოვრობდა, თუმცა ბევრი იყო ისეთი, ვინც გამოთქვამდა პროტესტს და ქუჩებში შიმშილობას აცხადებდა. უცბად პოლიტიკური სიტუაცია დაიძაბა და საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. თბილისში დაუგეგმავად მეორე კვირას ცხოვრების შემდეგ, როგორც იქნა თვითმფრინავში აღმოვჩნდი ცხვრებთან, ნესვებთან და ჟონგლირების ფესტივალის ატრიბუტებთან ერთად და სახლში ჩაფრენა მოვახერხე. წლების მანძილზე აღარ ვნახულობდი ამ ნამუშევარს, რედაქტორზე მაშინ შთაბეჭდილება ვერ მოვახდინე, მას ჟონგლირების ფესტივალის უფრო მეტი ფოტო ჭირდებოდა! ამის გამო ამ ფოტოებმა ისეთი ინტერესი ვერ გამოიწვია, როგორის იმედიც მქონდა. ამ ნამუშევრებს კოვიდის პანდემიის პერიოდში მივუბრუნდი და მაშინღა გავიაზრე, რომ იგი ქართველი ხალხის კულტურის ამსახველ არქივს წარმოადგენს, რომელიც მას უნდა დაუბრუნდეს, ვინც ასე გულუხვად მიმიღო ჩემი პირველი სტუმრობისას. ასევე, აღმოვჩინე, რომ ჩემ მეგობარს, ჯერემი ტიმანს, ვინც ჩემთან ერთად მოგზაურობდა მაშინ, მსგავსი შაბეჭდილებები ჰქონდა, რაც მე და დაწერა ტექსტი ამ დროის და ჩვენი საერთო გამოცდილებების შესახებ. LinkedIn-ზე დინასთან დაკავშირების შემდეგ, შესაძლებლობა მოგვეცა, ეს ფოტოები, მოგონებები და ისტორიები თბილისისთვის საბოლოოდ დაგვებრუნებინა.

გაბრიელ ჩუბინიძე თანამედროვე საქართველოს ისტორიის მკვლევარია, რომელმაც გასულ წელს მეორადების ბაზრობაზე ათეულობით ფირის ნეგატივი შეიძინა. შემდგომში გამოირკვა, რომ ნეგატივებზე ასახული იყო 1991-1992 წლის თბილისში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირება. ამ და მის მიერ სხვადასხვა ოჯახში მოძიებული გამოუქვეყნებელი ფოტოების შეგროვების შედეგად, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 1986-1992 წლების საქართველო. ტურბულენტურ პერიოდი — სავსე იმედებით, ცვლილებებით, გამარჯვებებით, მარცხებითა და ტრაგედიებით.