თარიღი

8 მაი 2022

მისამართი

ჭოველიძის ქ. 1

გალერეა

სასტუმრო Rooms - მთავარი ოთახი

დროები

17:00

ლარა მიკელი

ექსტრასისტოლები. როცა გული ფრიალებს

კურატორები გრეგორ ბელციგი და თეონა გოგიჩაიშვილი

დაიბადა 1990 წლის 8 აპრილს, ჟენევაში. ლარამ ხელოვნების ისტორიის შესწავლა დაიწყო პარიზში. Artcurial-ის ფოტოგრაფიის დეპარტამენტისგან ლიცენზიის მიღებისა და სტაჟირების შემდეგ, მან ფოტოგრაფიის ონლაინ სწავლა განაგრძო ნიუ იორკის ფოტოგრაფიის საერთაშორისო ცენტრში (2017-2021). პოლაროიდი მისთვის აღმოჩენად იქცა, მისგანვე 2014 წელს შეკვეთილი მოდის ფოტოების გადაღების დროს. მას არასოდეს შეუცვლია კამერები და შეინარჩუნა „ეს აუცილებელი ინსტრუმენტი“, SX-70 მისთვის პერსონალური ფოტოპროექტების განხორციელების საშუალებად იქცა. მისი ფოტოები რამდენიმე გამოცემაში გამოქვეყნდა (Elle, Fisheye, Artsper, 1NSTANT, Mauer, Le Point…).

ალბათ თქვენც გეცნობათ ეს გრძნობა, როცა მოულოდნელად გული ძლიერი ემოციისგან ლამის მკერდიდან ამოხტეს! კულმინაციის განცდა დამათრობელია, მაგრამ ყოველთვის თან ახლავს ჩრდილი. მელანქოლიის ჩრდილი, შიში იმისა, რომ მოულოდნელად ყველაფერი შენთვის ძვირფასი შეიძლება გაქრეს, ჰაერში გაიფანტოს... თქვენც გეცნობათ ეს ამბივალენტურობა? მძაფრი გრძნობები ეიფორიასა და შიშს შორის? სიამოვნებასა და ტკივილს შორის? ისევე როგორც, ღრუბლების გარეშე მზე არ არსებობს... დაბადებიდან თან გვახლავს წარმავლობის შეგრძნება — fragilitas, transitum. ყველაფერი სრულდება, ყველაფერი რაღაც მომენტში იშლება. მაგრამ ალბათ ეს არის ის, რაც სიცოცხლეს ასე ძვირფასს ხდის. ადამიანთა მოთხოვნილება, გადაიღონ ცხოვრების განსაკუთრებული მომენტები, ნამდვილად აქედან მოდის. მაინც რა არის განსაკუთრებული მომენტები? დაბადება, ქორწილი, სიკვდილი? რა ხდება შუალედებში? ერთი შეხედვით შეუმჩნეველი მომენტები სავსეა სინაზით, ერთგულებით, სიყვარულით, მონატრებით, დანაკარგით, ბრაზით, მწუხარებით თუ ბევრი უთქმელი სურვილით... როდესაც პირველად ვნახე ლარა მიტჩელის ფოტოები, ვიგრძენი, რომ მისი ვიზუალური ენა პირდაპირ მიზიდავდა. ისინი ჩემთვის ჩუმ ლექსებს ჰგავდა, რომლებიც ბევრს მალავს სტრიქონებს შორის, გამოსახულება, რომელიც პოეტურად აღბეჭდავს ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა წამს და ყალბი სენტიმენტალობის გარეშე გულს სწვდებალარას ნამუშევრები ჩემთვის ჰაიკუებს გავს, დაუმთავრებელი, ღია ტექსტებივით, რომლებიც მხოლოდ მკითხველის გამოცდილებით სრულდება.

სინათლე ინავლება ცაში, მარადიული ვარსკვლავები მშვიდად ამოდიან."                                               არნო ჰოლცი (1863-1929)

თეონა გოგიჩაიშვილი