თარიღი

9 მაი 2023

მისამართი

იუნკერების ქ. 1/12

გალერეა

უსახელო გალერეა თბილისი

დროები

17:00

ილკინ ჰუსეინოვი

ბუნდოვანი ოცნებები

ადამიანებს ყოველთვის გვხიბლავდა მომავალზე ფიქრი, თუ რა გველის წინ. მომავლის კონცეფცია ფილოსოფოსები და ფუტურისტები საუკუნეების განმავლობაში იკვლევდნენ და გვთავაზობდნენ შეზღუდულ და სუბიექტურ ინფორმაციაზე დაფუძნებულ პროგნოზებ, თუმცა ბოლო დროს დიდი რაოდენობით მონაცემების დაგროვებამ შეცვალა ჩვენი ხედვა მომავლის შესახებ. დიდ ინფორმაციაზე წვდომით, ახლა უკეთ შეგვიძლია მომავალი მოვლენების ზუსტი პროგნოზებისა და სიმულაციების გაკეთება. ამ მულტიმედიურ სახელოვნებ პროექტში ილკინ ჰუსეინოვმა გამოიყენა ხელოვნური ინტელექტის მიერ ტექსტის გამოსახულებად გარდაქმნის ტექნოლოგია და AI-ზე დაფუძნებული სხვა საშუალებები უახლოესი მომავლის ვიზუალიზაციისთვის. ამ მოწინავე ტექნოლოგიის გამოყენებით, ის შეეცადა წარმოედგინა სურათი იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში, თუმცა ჩვენი უახლოესი მომავალი უფრო გაურკვეველია, ვიდრე ოდესმე, და ყველა ჩვენი სურვილი და შიში დაკავშირებულია მიმდინარე უაზრო ომთან. მულტიმედიურ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დიდი ფორმატის ამობეჭდილი ფოტოები, ხმის ინსტალაციები და ვიდეო ინსტალაცია. ეს გამოფენა გვთავაზობს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიერ წარმოდგენილ პერსპექტივას უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტის უახლოეს მომავალზე. დიდი ფორმატის ამობეჭდილი ფოტოები შექმნილია ხელოვნური ინტელექტის მიერ ტექსტიდან გამოსახულებად გარდაქმნის ტექნოლოგიის გამოყენებით, რაც  მომავლის ვიზუალიზაცი საშუალებას იძლევა ისე, როგორც არასდროს. თითოეული ნაბეჭდი გთავაზობთ განსაცვიფრებელ ვიზუალურ წარმოდგენას იმის შესახებ, რაც შეიძლება მოხდეს. ხმის ინსტალაციები შექმნილია იმისთვის, რომ მაყურებელმა ბოლომდე იგრძნოს პოლიტიკური ინტრიგები და დაძაბულობ. ხელოვნური ინტელექტის მიერ გადამუშავებული მსოფლიო ლიდერების ხმების გამოყენებით, ნამუშევრები გვთავაზობ თვალსაზრისს ქვეყნების მომავალ პოლიტიკურ კლიმატზე. დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ, მოისმინონ, რას ამბობენ მსოფლიო ლიდერები უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე ომზე, რაც საერთაშორისო ურთიერთობების მომავლს უნიკალურ პერსპექტივას გვთავაზობს. ვიდეო ინსტალაცია შეიცავს ექსკლუზიურ ინტერვიუს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმრ პუტინთან, რომელიც უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასასრულის შესახებ საუბრობს. ეს დამაფიქრებელი ვიდეო წარმოგიდგენთ მიმდინარე კონფლიქტის პოტენციურ შედეგს და დააფიქრებს დამთვალიერებლებს მომავალი წლების პერსპექტივებსა და პოტენციურ შედეგებზებუნდოვანი ოცნებები არის გამოფენა, რომელიც გააცოცხლებს თქვენს წარმოდგენას მომავლის შესახებ და დაგაფიქრებთ იმის შესახებ, თუ რა გელით წინ. ის გთავაზობთ უნიკალურ და მონაცემებზე დაფუძნებულ სააზროვნო პერსპექტივას მომავლის შესახებ. ჩემი პროექტი მიზნად ისახავს, გადალახოს უფსკრული სპეკულაციურ წარმოსახვასა და ინფორმირებულ პროგნოზს შორის, რაც გვაძლევს წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოგველოდეს.

პროექტი შემუშავებულია ჩაი ხანას და ახალი დემოკრატიის ფონდის დახმარებით და გოეთეს ინსტიტუტის საქართველოს მხარდაჭერით.