ჰეილი სედლერი
სახლიდან შორს
კურატორი: ანა დავარაშვილი
უკრაინა დაკარგული სახლების მიწად იქცა. დაზიანებული ან განადგურებულია ასობით ათასი საცხოვრებელი. მეზობელი ქვეყნები დატბორილია გლოვისგან განადგურებული ოჯახებით. პროექტი „სახლიდან შორს" იკვლევს საქართველოში ჩამოსული უკრაინელი ოჯახების გამოცდილებას, განსაცდელის და დანაკარგის მოგონებებთან ჭიდილს.
ამერიკელმა ფოტოგრაფმა და National Geographic-ის მკვლევარმა, ჰეილი სედლერმა 2022 წლის აგვისტო თბილისში გაატარა და იმ უკრაინელი ოჯახების ყოველდღიური ცხოვრების აღწერას დაუთმო, რომელთაც საკუთარი სახლების დატოვება ქვეყანაში მიმდინარე ომის გამო მოუწიათ.
რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ერთი წლის შემდეგ, ეს ფოტოები ასახავს თუ როგორია დღეს ცხოვრება მრავალი უკრაინული ოჯახისთვის. უკრაინელი ლტოლვილების მიერ თბილისში აღმოჩენილი და ან შექმნილი ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხო სივრცეების დოკუმენტირებით. ეს არის მცდელობა ფოტოზე აღიბეჭდოს ემოციური დაძაბულობა, რომელიც კერის ახალ ადგილას ხელახლა შექმნასა და მიტოვებული სახლის დანაკლისით გამოწვეულ ტკივილს შორის არსებობს.
გამოფენის კურატორია ანა დავარაშვილი, რომელიც ამ პროექტზე მუშაობდა ჰეილი სედლერთან ერთად გასული წლის აგვისტოში.
პროექტი არის კულტურული თანამშრომლობა
ქართულ არაკომერციულ ორგანიზაცია Museograph-სა და Home Collective-ს შორის (აშშ-ში
დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც თანადაფუძნებულია ჰეილი სედლერის მიერ).
ჰეილი სედლერი National Geographic-ის მკვლევარი და კონფლიქტებისა და მიგრაციის
სპეციალისტია, რომელიც მოღვაწეობს ვაშინგტონში. მას აქვს ათ წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება,
მათ შორის, როგორც იმ კანონმდებლების უფროსი პერსონალი, რომლებიც მსახურობენ შეერთებული
შტატების კონგრესის შეიარაღებული ძალების და დაზვერვის კომიტეტებში. ჰეილი არის საერთაშორისო საჯარო პოლიტიკის პროგრამის მაგისტრი და დაინტერესებულია ჯონ ჰოპკინსის მოწინავე საერთაშორისო კვლევების სკოლის საერთაშორისო კონფლიქტის საკითხებით, სადაც მისი კვლევითი პროექტი ფოკუსირებული იყო თაობათა შორისი ტრავმის გრძელვადიან ზემოქმედებაზე გაჭიანურებული ომის შემდეგ. მის კვლევას ფინანსურად მხარს უჭერდა National Geographic Society, Getty
Images, Adobe, the IWMF და Solutions Journalism Network, დაბეჭდილია შემდეგ გამოცემებში
- The New York Times, The
Washington Post, Associated Press, PBS Newshour, CNN, და გამოიფინა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
პროექტი
დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ.