მართული ჩვენება
როგორ იყო/დაინახო ქალი
Purpur Collective-ის ვიდეო: ანტონია ლოიკი, ინგა შნაიდერი და თეონა გოგიჩაიშვილი
მონაწილე ხელოვანები:
ულა დევენტერი (გერმანია/განა), ჯენიფერ გრინბურგი (აშშ), ანა ერენშტაინი (გერმანია/ალბანეთი), ლებოჰანგ კგანიე (სამხრეთი აფრიკა), ჩილა კლენიანსკი (უნგრეთი/ნიდერლანდები), პიქსი ლიაო (ჩინეთი/აშშ), ფრანჩესკა მაგისტრო (იტალია/გერმანია), სესილია მალიკი (პოლონეთი), ჰოლი მაკნიში (გაერთიანებული სამეფო), დინა ოგანოვა (საქართველო), მიკა შპერლინგი (გერმანია), სანდრა შტაინი (გერმანია)
ვიდეო „როგორ იყო/დაინახო ქალი“ წარმოადგენს საერთაშორისო ხელოვანების თორმეტ პოზიციას თანამედროვე სამყაროში და ეხება „ქალად ყოფნის“ თემას ამ ხელოვანების მიმდინარე ნამუშევრებში. მათში წარმოდგენილია მსჯელობა საკუთარ ბიოგრაფიაზე და, ასევე, მათთვის სოციალურ მისაბაძ მაგალითზე.
შერჩეული ნამუშევრები იმ ფოტოგრაფიული გამოხატულებების აქტუალური ინვენტარია, რომლებიც უკავშირდება შესაბამის დისკურსებს ქალის ტრადიციული, არსებული და ახალი სახეების შესახებ. ამრიგად, ფილმი მიზნად ისახავს, ხილული გახადოს სოციალური და კულტურული წარმომავლობის თვალსაზრისით ქალების როლის აღქმაში არა მხოლოდ განსხვავებები, არამედ მსგავსებებიც. სპექტრი მოიცავს ნამუშევრებს საოჯახო ალბომებიდან რეპორტაჟებამდე, დოკუმენტურ ფოტოგრაფიას, გამოსახულებების აპროპრიაციას და კონცეპტუალურ და დადგმულ სერიებს.
2018 წელს დავაფუძნეთ purpur collective, რომელიც მიზნად ისახავდა მხატვრულ ფოტოგრაფიაში ქალების ხილვადობის ხელშეწყობას.
იდეა და განხორციელება: საკურატორო გუნდი Purpur Collective: ანტონია ლოიკი, ინგა შნაიდერი და თეონა გოგიჩაიშვილი
მონტაჟი: ნინა პოპე, სპიკერი: იზაბელ გიბელერი, თარგმანი: ქეით გრგასი, გრაფიკული დიზაინია: კერმან სტშელეცკი
განსაკუთრებული მადლობა ჩრდილოეთ რაინი-ვესტფალიის სტიპენდიისთვის „Auf Geht's“ გულმხურვალე დახმარების გამო.
ადგილზე ჩვენებას დაესწრებიან დინა ოგანოვა (ერთ-ერთი მონაწილე ხელოვანი) და თეონა გოგიჩაიშვილი (საკურატორო გუნდის, Purpur Collective-ის ერთ-ერთი წევრი)