თარიღი

5 მაი 2023

გალერეა

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი

დროები

18:30

„FotoFest-ის მიმოხილვები“

ჯგუფური გამოფენა

კურატორები თეონა გოგიჩაიშვილი და მანფრედ ცოლნერი

ჯუდი ჰაბერლი / აშშ: „სამზარეულოს დაფები“, მეიტალ დორი / ისრაელი: „აჰმანი“, დონგვუკ ლი / სამხრეთ კორეა: „რატომ“, ნუნო პაპი / ბრაზილია: „საკვების პროექტი“, ეიმი მაკრორი / აშშ: „ატრაქციონი. სცენები ქორწინებიდან", ომ „თი-უ“ ბუდენი / აშშ: „ამერიკელები“, სიუან-ჰუეი ნგ / სინგაპური: „ბუნებრივი ენერგია“, რიჩარდ შარუმი / აშშ: „სპინა ამერიკანა“, რიტა ლაისტნერი / კანადა: 1. „ხეების დამრგველები და მოჯადოებული ტყეები“, 2.  ფილმი „ტყე ხეებისთვის“, ჯეიმი სტილინგი / აშშ: „ცვალებადი პერსპექტივები

თეონა გოგიჩაიშვილისა და მანფრედ ცოლნერის მიერ 2022 წლის ჰიუსტონის ფოტო ფესტივალზე წარდგენილი პორტფოლიოების განხილვისას პირადად შერჩეული საუკეთესო ნამუშევრები. 

ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, ჰიუსტონის ფოტოფესტივალის ფარგლებში ტარდება პორტფოლიოების მიმოხილვა, რომელიც მთელი მსოფლიოს ფოტოგრაფებს და გალერისტებს, კურატორებს, გამომცემლებს და რედაქტორებს ერთმანეთთან აკავშირებს.  ამ სფეროში მომუშავე 400-მდე ხელოვანი და 150-მდე პროფესიონალი ერთად იკრიბება ჰიუსტონში. ეს ღონისძიება მსოფლიო მასშტაბით უზარმაზარ ყურადღებას იპყრობს, სადაც სამი კვირის გამნავლობაში მრავალი პორტფოლიო განხილვა ტარდება, სადაც მიმომხილველი და ფოტოგრაფი 20 წუთიან სხდომებში პირისპირ ხვდებიან ერთმანეთს. ფოტოგრაფების პორტფოლიოების მიმოხილვა პირველად ჰიუსტონის FotoFest-ზე არ მომხდარა (იგი პირველად, 1970 წელს საფრანგეთის ქალაქ არლში დაარსებულ ფოტოფესტივალზე, Rencontres d'Arles-ის დროს გაიმართა ათეულობით წლის წინ, დიდებული ფრანგული სასტუმროს ეზოში), მაგრამ ჰიუსტონში მოხდა მისი სტუქტურიზება და პროფესიონალური ფორმით ორგანიზება. FotoFest-ს, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, კრიტიკოსები სტუმრობენ გახსნის დღეებში, რათა გაეცნონ, შეაფასონ და შეარჩიონ სხვადასხვა განხრის ფოტოგრაფია, როგორიცაა ფოტოჟურნალისტიკა, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოგრაფია თუ სხვა უახლეს ჟანრში შესრულებული საინტერესო მხატვრული ფოტო ნიმუშები. ეს პრესტიჟული ფესტივალი ფოტოგრაფებს იზიდავს როგორც აშშ-დან, ისე ისეთი შორეული ქვეყნებიდან, როგორიცაა სამხრეთი კორეა, ჩინეთი თუ ბრაზილია. გამოფენის კურატორები თეონა გოგიჩაიშვილი და მანფრედ ცოლნერი, რომლებიც წარსულშიც არაერთხელ ესწრებოდნენ ჰიუსტონის მიმოხილვებს, წარმოგვიდგენენ 2022 წლის FotoFest-ის მეორე სესიაზე მათ მიერ პირადად შერჩეულ უახლეს ნამუშევრებს, რაც ნათელს ჰფენს იქ წარმოდგენილი შესანიშნავი ფოტოხელოვნების მრავალფეროვნებას და რომელიც უახლოეს წლებში საერთაშორისო საგამოფენო სივრცეებსა თუ გამომცემლობებში გავრცელდება მსოფლიოს მასშტაბით.