თარიღი

10 ივნ 2022

გალერეა

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი

დროები

18:00

დინა ოგანოვა

უთხარით შვილებს

თანამედროვე სამყაროში ხელოვნება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისა და ქალთა და გოგოების გაძლიერების ადვოკატირების მძლავრ ინსტრუმენტს წარმოადგენს. ფოტოგამოფენით - „უთხარით შვილებს“ - ვეცნობით 20-ზე მეტი ქალის ცხოვრებისეულ ისტორიას, მათ არჩევანს და იმ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, რომლებიც მათი ცხოვრების გზაზე ჩნდება.

სხეულის ავტონომია წარმოადგენს ქვაკუთხედს გენდერული თანასწორობისა და სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის. გოგოებისა და ქალებისათვის სხეულის ავტონომია ნიშნავს მათ აღჭურვას უფლებითა და თავისუფლებით - გააკეთონ არჩევანი, თუ როგორ განკარგონ საკუთარი სხეული. რეპროდუქციისა და სექსუალობის მიმართულებით, სხეულის ავტონომია ნიშნავს იმას, რომ ქალები და გოგოები თავად განსაზღვრავენ საკუთარი ცხოვრების გზასა და მომავალს და ფლობენ ამ მიზნის მისაღწევად საჭირო ინფორმაციას, საშუალებებსა და იღებენ მომსახურებებს დისკრიმინაციის, იძულებისა და ძალადობისგან თავისუფალ გარემოში.

მიუხედავად ამისა, ქალები და გოგოები - და ფაქტობრივად, ყველა ადამიანი - გარკვეულ შეზღუდვებს აწყდებიან სხეულის ავტონომიასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობასა და ცხოვრებისეულ პერსპექტივებზე. სხეულის ავტონომიასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული სხეულის ხელშეუხებლობის უფლება, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანებს უნდა შეეძლოთ იცხოვრონ უსაფრთხო გარემოში და იყვნენ დაცული იმ ფიზიკური ზემოქმედებებისგან, რომელზეც თანახმა არ არიან.

პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში.

http://dikarka.ge/about/bio/