თარიღი

9 მაი 2023

მისამართი

ამაღლების ქ. 23

გალერეა

სულაკაურის მუზეუმი

დროები

19:00

დარო სულაკაური და მიშიკო სულაკაური

ბუჩქები ირხევა, რაღაც იკარგება

ორი ადგილობრივი ხელოვანის, დარო და მიშიკო სულაკაურის ერთობლივი ნამუშევრების გამოფენა ვიზუალური მასალისა და პირადი ისტორიების საინტერესო ნაზავს წარმოადგენს, რომელიც მიტაცებულ მიწებთან დაკავშირებული მიმდინარე კონფლიქტის გაცნობასა და საზღვართან მცხოვრებ ადგილობრივ თემზე ამ კონფლიქტის გავლენის შესწავლას გვთავაზობს.  გამოფენაზე წარმოდგენილი მასალა ყურადღებას ამახვილებს მკვიდრი საზოგადოების გამოცდილებაზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში მარგინალიზებულ ჯგუფებს წარმოადგენს და არ ეძლევა მიწის საკუთრებასთან და რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებულ დისკუსიებში ჩართვის საშუალება. სტუმრები პირდაპირ მათგან მოისმენენ დანაკარგის, იძულებითი გადაადგილების თუ ტრავმების შესახებ ისტორიებს, ვისაც კონფლიქტი უშუალოდ შეეხო. გამოფენა კონფლიქტში ჩართულ ძალთა დინამიკას, მათ შორის ოკუპანტების მიერ მიწასა და მის რესურსებზე კონტროლის შესანარჩუნებლად გამოყენებულ მჩაგვრელ ტაქტიკას იკვლევს. გამოფენის მთავარი იდეაა იმის გაცნობიერება, რომ პოლიტიკური საზღვრები უბრალოდ რუკაზე გავლებული ხაზი კი არ არის, არამედ საქართველოს განაპირა სოფლებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის ცოცხალი რეალობაა. გამოფენა დამთვალიერებელს შთააგონებს, დაფიქრდეს საკუთარ დამოკიდებულებზე საზღვრებთან და მიწასთან დაკავშირებით და იფიქროს იმაზე, თუ რა შედეგების მომტანი შეიძლება იყოს ამ ტერიტორიაზე ცხოვრება ძირძველი მოსახლეობისთვის და მათი გარემოსთვის.

მიხეილ (მიშიკო) სულაკაური (დ. 1996, საქართველო) თბილისში მცხოვრები ინტერდისციპლინარული ხელოვანია.

მისი კვლევის საგანს წარმოადგენს კრიტიკული საკითხები, რომლებიც სცდება ისტორიის, საზღვრების, ძალაუფლების დინამიკის, ეკოლოგიისა და სოციალურ თემებს. მისი ნამუშევრები ეჭვქვეშ აყენებს მოხმარების, წარმოებისა და ადამიანთა ურთიერთქმედების სისტემებს, რომლებიც ავტო-ეთნოგრაფიით არის ნაკარნახები.

ის სახელოვნებო გაერთიანება „ცრუს“ (2017) თანადამფუძნებელია, რომელიც ქალაქის ცენტრში ახდენს ხელოვნების გენერირებას და იკვლევს, თუ როგორ ყალიბდება ქართული ტიპოგრაფია და კულტურული შრე დროთა განმავლობაში. მან შექმნა ადგილისთვის სპეციფიკური ინსტალაციები ხარკოვის ბირთვულ კვლევით ინსტიტუტსა და თბილისის მეტროსადგურებში. ვიზუალური ხელოვნების სფეროში იგი ნომინირებული იყო 2019 წლის წინანდლის ახალგაზრდა მხატვრებისა და მეცნიერების პრემიაზე, მონაწილეობას იღებდა თბილისის Oxygen Biennial-ში (2019, 2021), აგრეთვე Kunstraum LLC 2020-ში (ნიუ იორკი), Kunstlerhouse Faktor 2019-ში (ჰამბურგი, გერმანია), თანამედროვე ხელოვნების ფესტივალ არტისტერიუმში (2020) და თბილისის არქიტექტურის ბიენალეში (2018). 2021 წელს ის კურირებდა სარეზიდენციო პროგრამას ადამიანური მიღწევების მუზეუმისთვის ოსტინში (აშშ). 

დარო სულაკაური ქართველი ფოტოჟურნალისტია. დოკუმენტური და თანამედროვე მიდგომით, შერეული მედით შესრულებული მისი ნამუშევრები კავკასიის სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებს ასახავს. სწავლობდა ნიუ იორკის ფოტოგრაფიის საერთაშორისო ცენტრში, სადაც მიენიჭა ჯონ და მერი ფილიპსის და ICP Director-ის ფონდის სტიპენდია ნიუ იორკში ანტისაომარ მოძრაობაზე მუშაობისთვის. სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, პანკისის ხეობაში ჩეჩნური კონფლიქტის ფარული ნარატივის დოკუმენტაციისთვის ლტოლვილთა ფორპოსტში, რამაც მას Magnum Photos-ის კავკასიის ახალგაზრდა ფოტოგრაფთა ჯილდო მოუტანა 2009 წელს, მისი ნამუშევრები ადრეული ქორწინების შესახებ საქართველოში კი LensCulture-ის პირველი პრიზით და ევროკავშირის ჟურნალისტიკისა და ადამიანის უფლებათა სახლის პრიზით დაჯილდოვდა ლონდონში. იგი 30 წლამდე გამორჩეულ ქალ ფოტოგრაფთა ჩამონათვალში და Photo District News-ის ახალგაზრდა თაობის 30 ფოტოგრაფთა სიაში მოხვდა, რომლებსაც თვალი უნდა ვადევნოთ. დარომ 2017 წელს World Press Photo Joop Swart Masterclass-ისა და Reuters Photojournalism-ის გრანტები მიიღო. ამჟამად კი, 2023 წლიდან, Catchlight-ის თანამშრომელია. მისი ნამუშევრები იფინება მსოფლიო მასშტაბით და ის თანამშრომლობს ისეთ გამოცემებთან, როგორებიცაა The New York Times, National Geographic, Forbes, Der Spiegel, Times, The Economist, Bloomberg, Die Zeit, Geo Magazine და სხვ. ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში. 

გამოფენის გამართვა შესაძლებელი გახდა Catchlight.io-ს მხარდაჭერით