თარიღი

7 მაი 2023

გალერეა

ხელოვნების სახლი

დროები

18:00

კოტეჯები

გორელ ფოტოგრაფთა კლუბი

ავტორი: ნიკა სომხიშვილი
კურატორი: მირიამ გრიგალაშვილი


"2008 წელს რუსეთის შემოჭრის შემდეგ საქართველოს 130 000 მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი, 22 000 მათგანი კი დღემდე დევნილიაომის დროს კონფლიქტის ზონაში სრულად განადგურდა ან დაიწვა 35 000-მდე სახლირომელშიც არაერთ თაობას მთელი თავისი ცხოვრება ჰქონდა გატარებული. საქართველოს მთავრობამ დევნილთა დროებით განსათავსებლად ცამეტ სხვადასხვა ადგილზე - ძირითადად ტრიალ და ხრიოკ მინდვრებში, ოთხი ათასამდე კოტეჯი ააშენა, სადაც ათასობით ადამიანს, სახლში დაბრუნების მოლოდინში, ახალი ცხოვრების დაწყება მოუწია. წლების მანძილზე ამ 67 კვადრატული მეტრის ზომის ვიზუალურად იდენტურმა კოტეჯებმა, საკუთარი მაცხოვრებლების წყალობით, იერ-სახე შეიცვალეს და დღეს თითოეული მათგანი განსხვავებულ ამბავს გვიყვება თავის მეპატრონეებზე - მათწარსულსა და აწმყოზე.სწორედ ამ დასახლებების ვიზუალური კვლევის გზით ცდილობს ფოტოგრაფი ნიკასომხიშვილი პასუხი გასცეს ისეთ შეკითხვებს, როგორიცაა: რას ნიშნავს და როგორ გრძელდება ცხოვრება უცხო ადგილზე, მშობლიური სახლის დაკარვგისა და ომის ტრაგედიის გამოვლის შემდეგ? როგორ ახდენს ადამიანი საკუთარი საცხოვრებელი გარემოს ფორმირებას? და პირიქით, რა გავლენას ახდენს საცხოვრებელი გარემო ადამიანზე?"

პროექტი მომზადებულია ხელოვნების სახლი/Art House-ის მხარდაჭერით.