დევი თარხნიშვილის არქივი
მთების სიმაღლიდან
კურატორი: სოფიო ლაპიაშვილი
საბჭოთა პერიოდში არსებობდა ოფიციალური ფოტოგრაფია, რომელსაც ჟურნალებსა და გაზეთებში ბეჭდავდნენ და ასევე, სამოყვარულო ფოტოგრაფია, რომელიც არ იყო გასაჯაროებისთვის განკუთვნილი. დევი თარხნიშვილის (1947-1984) ფოტოები სწორედ ამ ტიპის ფოტოგრაფიას მიეკუთვნება.
პროფესიით ფიზიკოსი ახალგაზრდობაში ალპინიზმმა გაიტაცა, მოგვიანებით პროფესიონალი მთამსვლელი გახდა და ამავდროულად, ფოტოების გადაღებაც დაიწყო.
ამ პერიოდში არაერთი ადამიანისთვის ალპინიზმი საბჭოთა რეალობიდან დროებით თავის დაღწევის საშუალებად იქცა, მათ შორის იყო დევი თარხნიშვილი. მისმა არქივმა მეტწილად 1970-იან წლებში მთაში გადაღებული ფოტოები შემოინახა.
დევი 1984 წელს, უშბის ექსპედიციაში, თავის ხუთ თანაგუნდელთან ერთად დაიღუპა. გარდაცვალების შემდეგ ფოტოარქივი ოჯახში ხელუხლებლად ინახებოდა.
2020 წლის დასაწყისში ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით არქივში დაცული ფოტონეგატივები გაიციფრა და პირველად იფინება საჯაროდ.