ანრი ტაბაღუა
ზღვისპირელი
(1988-2023)
მისი ფოტოგრაფია რამდენიმე სამყაროდ იყოფა, სადაც მთავარი გმირები ყოველთვის ადამიანები, განსაკუთრებით კი ბავშვები, ზღვა, ქუჩა და საყვარელი ბახმაროა; ადგილი, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა და სადაც ყველაზე ბედნიერად და, ამავდროულად, თავისუფლად გრძნობდა თავს, სადაც ნამდვილი იყო თვითონაც და მისი ფოტოგრაფიაც. მთა, რომელიც ყველაფრისგან ათავისუფლებდა ხოლმე მას და სუფთა ჰაერით უბრუნებდა სიყვარულს.
მარტივი, შეულამაზებელი, გულწრფელი და, ამავდროულად, წამიერად გიჟურიც — ზუსტად ისეთი,როგორიც თვითონ ანრი იყო. ცვალებადი ხასიათით, ცვალებად კადრებში მცხოვრები.
ანრი ტაბაღუას მისი ფოტოგრაფია გამოხატავს, კამერასთან პირველივე შეხებიდან, მისი ნამუშევრები მისივე ანარეკლია. ის ყოველთვის ეძებდა რაღაც ახალს, მისთვის საინტერესოს, უცხოს და, ამავე დროს, ყველაზე ახლობელს, მისტიურს, ოდნავ მელანქოლიურს და უფრო ხშირად კი — რომანტიულს.