Sputnik Photos არის საერთაშორისო კოლექტივი, რომელიც 2006 წელს დააარსეს ფოტოდოკუმენტალისტებმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან. მათ მშობლიურ რეგიონებში მიმდინარე ცვლილებების გამოცდილება იქცა ამ რეგიონებში სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ პროცესებზე რეაგირების მიზეზად. ფოტოგრაფიის, კინოს და ფოტოწიგნების მეშვეობით კოლექტივი ათ წელზე მეტია აგროვებს ინფორმაციას ყოფილ აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მათ საქმიანობაში ჩართული არის კურატორების, ტექსტის ავტორების, გრაფიკოსების და კულტურის მოღვაწეთა ჯგუფი. დოკუმენტური ფოტოს, როგორც ამოსავალი წერტილის მეშვეობით, Sputnik-ის ფოტოგრაფები იკვლევენ მის თანამედროვე განზომილებას და ფუნქციებს და ასევე ექსპერიმენტებს ატარებენ მის ფორმასა და შინაარსზე. კოლექტივი, ასევე, ზრუნავს ვიზუალური ხელოვნების სხვადასხვა ფორმის სფეროში განათლების გავრცელებაზე, რაც რეგიონის ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერას და პროპაგანდას ითვალისწინებს.
http://www.sputnikphotos.com/