დროები
ოთარ ყარალაშვილისა და ანდრეას ოეტკერ-კასტი
ფოტოწიგნის ვორკშოპი
მაქს. მონაწილე: 12
სამუშაო ენა: ქართული / ინგლისური
ხანგრძლივობა: 4 საათი
დასაწყისი: 2025 წლის 4 მაისი, 11:30
აღწერა
ფოტოწიგნი წიგნის ფორმის მქონე დამოუკიდებელი ნაწარმოებია, რომელშიც
ფოტომასალა ერთ მთლიანობად იქცევა და ვიზუალურ ნარატივს ქმნის — ამბავს მოგვითხრობს.
სწორედ ეს განასხვავებს მას ფოტოალბომისგან, რომელიც ცალკეული ფოტოების ან ფოტოსერიების
ჩვენებას ემსახურება.
ვორკშოპზე ვისაუბრებთ იმის შესახებ, როგორ მუშაობს სხვადასხვა ფოტოწიგნში
ისეთი ელემენტები, როგორიცაა ფოტოების შერჩევა და მიმდევრობა, განშლების კომპოზიცია
და დრამატურგია, წიგნის ფორმატი, დიზაინი და ტიპოგრაფია, ქაღალდის ტიპი, ბეჭდვის და
კინძვის ტექნოლოგია — და როგორ უზრუნველყოფენ ისინი ერთიანი ნამუშევრის შექმნას.
შესავლის შემდეგ ექვს მონაწილეს ექნება შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი ფოტომასალა. დეტალურად განვიხილავთ თქვენს ფოტოებს და ვიმუშავებთ კონცეფციის განვითარებაზე, ფოტოების შერჩევაზე, ვიზუალურ მიმდევრობებზე და ვიზუალურ თხრობაზე, რაც თქვენი ფოტოწიგნის პროექტის შესახებ უფრო მკაფიო წარმოდგენის ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ.
ვისთვის
ვორკშოპი გამიზნულია როგორც დამწყები, ისე პროფესიონალი ფოტოგრაფებისთვის, რომლებიც მუშაობენ ფოტოწიგნზე ან სურთ ფოტოწიგნის შექმნა. ფოტოწიგნთან მუშაობის წინასწარი გამოცდილება აუცილებელი არ არის. აუცილებელია ინგლისურის საბაზისო ცოდნა.
რა დაგჭირდებათ
გთხოვთ, მოიტანოთ ფოტომასალა, რომლითაც ფოტოწიგნის შექმნა გსურთ.
მასალა ამობეჭდეთ ჩვეულებრივ ფერად ლაზერულ პრინტერზე, უბრალო ქაღალდზე — მაღალი ხარისხის პრინტები საჭირო არ არის. A4 ფორმატზე
განალაგეთ 4-დან 8-მდე ფოტო და ცალკეული ფოტოები დაჭერით ზომის მიხედვით. მასალას ნუ
გადაარჩევთ, მოიტანეთ ყველა ფოტო, რაც პროექტთან დაკავშირებით გაქვთ, რათა შერჩევის
საშუალება გვქონდეს. შეგიძლიათ, მოიტანოთ პროექტთან დაკავშირებული დამატებითი მასალაც.