ზეინაბ ბარნოვი
ისტორია
პროფესიით სოციოლოგი ზეინაბ ბარნოვი ფოტოგრაფიაში 90-ინი წლებიდანგამოჩნდა. ის იყო პირველი ქალი ფოტოკორესპონდენტი “საქინფორმის” ფოტოქრონიკაში, წლების მანძილზე მუშაობდა პრეზიდენტის პრესსამსახურში და იყო ჟურნალ “ანაბეჭდის” ფოტორეადაქტორი.
2005-2006 წლებში ბარნოვი მოღვაწეობდა მოსკოვის ხელოვნების საგამოფენო ცენტრში “The Moscow Fine Art Fair”- მსოფლიო მნიშვნელობის საგამოფენო სალონი წარმოდგენილი ცნობილი გალერეებით Academy of Arts Gallery, Art Deco, Bvlgari,Chanel, Magnum Arts და სხვა. ამავე წლებში ბარნოვი სისტემატიურად თანამშრომლობდა პოპილარულ ჟურნალებთან “Vogue”, “Harper’s Bazaar”, “Mezonin”,“L’Officiel”. ფოტოგრაფი მრავალი საერთაშორისო გამოფენის მონაწილეა, მას მიღებული აქვს პრემიები ნომინაციებში “ჟანრული ფოტო”, “მხატვრული ფოტო”.
გამოფენაზე წარმოდგენილია ზეინაბ ბარნოვის 90-იანი წლების კოლექცია, რომელშიც ასახულია ომგამოვლილი მაგრამ უკეთესის მომლოდინე დედაქალაქი. ასეთი მკაცრი რეალობის ფონზე დანახული თბილისი საოცრად ლირიულია.