იორგოს იატრომანოლაკისი
ჭუპრის გაპობა და ფრთების ნელა გაშლა
კურატორი - დინა ოგანოვა
პროექტის შთაგონების წყაროს ანთროპოლოგიური რიტუალები წარმოადგენს, რომელიც ადამიანის
ცხოვრებაში ერთი ფაზიდან მეორეში გადასვლას ასახავს. ამ ნამუშევრით იატრომანოლაკისი
მეტამორფოზის შიდა პროცესების ციკლის პოეტური ფორმით ასახვას ცდილობს. სამშობლოში მოულოდნელად დაბრუნების შემდეგ იგი დისტოპიურ რეალობაში,
საკუთარი ტრავმული წარსულის და მოგონებების პირისპირ მარტო აღმოჩნდა. თანდათანობით
ყოველივე პირადულისგან და ნაცნობისგან დისტანცირებით და თავისი ფოტოგრაფიული საქმიანობით
იგი ქმნის საიდუმლოებით მოცულ მოსაზღვრე ახალ სამყაროს. ამ გარდამავალ სამყაროში, რომელიც
მეტაფორულად პეპლის ჭუპრს არის მიმსგავსებული, ყველაფერი მუდმივად იცვლება. იმყოფება გარდაქმნის
პროცესში, რაც უკვე იყო და რადაც უნდა იქცეს. როგორც წიგნი მოგვითხრობს, ეს გამოცდილება მჭიდროდაა დაკავშირებული ბუნებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესებთან,
რომელიც პარალელურად მიმდინარეობს და რომელთანაც
ავტორი თანაარსებობს და თავს აიგივებს.
ფოტოების უმრავლესობა გადაღებულია ღამისა და დღის გასაყარზე, როდესაც გარდამავალი სინათლე
ტრანსფორმაციისა და ილუზიის თავისებურ ფორმებს ქმნის. წიგნში ფოტოები ჩართულია როგორც
დეკონსტრუქციიდან და „გამოყოფიდან“ ზრდასრულობამდე და „გაფრენამდე“ მიღწევის გამოცდილების
შესახებ გაკეთებული შენიშვნები და იმ მომენტებს ერთობლიობას ქმნიან, რომლებიც ახალ
ეგზისტენციალურ სინამდვილეს უყრიან საფუძველს.
იორგოს იატრომანოლაკისი
დაიბადა კუნძულ კრეტაზე,
საბერძნეთში. მისი შემოქმედება ინტერესის სფერო მოიცავს ფოტოგრაფიის ექსპერიმენტულ
ხერხებს, ანალოგურ ბეჭდვას, ხელოვანის წიგნებსა და აუდიოვიზუალურ ინსტალაციებს.
მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო
მსოფლიო მასშტაბით და მიღებული აქვს მრავალი ჯილდო.
აღსანიშნავია შემდეგი გამოფენები: გამოფენა
FOAM Talent, ამსტერდამის Fotografiemuseum-ში ნიდერლანდებში, Emop Berlin გერმანიაში, „საზღვრებს მიღმა“ ა.შ.შ.-ს Aperture
Gallery-ში, PhotoEspana ესპანეთში,
Verzasca Foto-Festival შვეიცარიაში, Salon de la Photo საფრანგეთში, იტალიის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში Mattatoio Roma, Circulation(s)
Festival საფრანგეთში, ბრაზილიის Festival de Fotografia de
Tiradentes, International Felifa არგენტინაში, აზერბაიჯანში ფოტოგრაფიის მოძრავ მუზეუმში, Month of Photography ლოს ანჯელესში, Voies Off არლში (საფრანგეთი). იგი სახელოვნებო სივრცის Zoetrope Athens თანადამფუძნებელია ათენში და ასევე არის Phases Magazine-ს რედაქტორი და ავტორი.