თარიღი

7 მაი 2019

მისამართი

გ. ჭანტურიას ქ. 8

გალერეა

გ. ლეონიძის სახ. სახელმწიფო ლიტ. მუზეუმი

დროები

18:00

უილიამ ოზგუდ ფილდი

ფილდის მოგზაურობა საქართველოში

1929 წელს ამერიკელმა მკვლევარმა უილიამ ოსგუდ ფილდმა საქართველოში იმოგზაურა. ფილდი რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდა ზემო სვანეთში, იმოგზაურა ხევსურეთში და ქართლში. მოგზაურობის დროს, ფილდი იღებდა როგორც ფოტოსურათებს, ასევე კინოფილმებს. დღეისთვის ფილდის საქართველოში გადაღებული ფოტოსურათები (დაახლოებით 200 ფოტო) და კინომასალის დედნები (დაახლოებით 2-საათიანი კინოფილმი) დაცულია ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკაში (ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი) და ამერიკის გეოგრაფიული საზოგადოების არქივში (მილუოკი, ვისკონსინის შტატი).

ამერიკული მხარის მოწვევით, ქართველმა მკვლევარმა ირაკლი იაკობაშვილმა 5 თვის განმავლობაში იმუშავა ვისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკიში, ვისკონსინის უნივერსიტეტში, სადაც მდებარეობს ამერიკის გეოგრაფიული საზოგადოების არქივი. ირაკლი იაკობაშვილმა შეისწავლა და ციფრულ ფორმატში გადაიყვანა ფილდის არქივში დაცული ქართული მასალა (ტექსტები და ფოტოსურათები, საერთო რაოდენობით, 10.000-მდე გვერდი). ამჟამად, გეოგრაფიული საზოგადოების ნებართვით, ციფრულ ფორმატში გადაყვანილი ეს საარქივო მასალა საქართველოშია. საქართველოშია აგრეთვე ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკაში ჩვენთვის დამზადებული, ფილდის მიერ საქართველოში გადაღებული სამი კინოფილმის ციფრული ასლი. საქართველოში კინოფილმების ასლების ფართო საზოგადოებისთვის ჩვენების უფლება, უშუალოდ უილიამ ფილდის თხოვნით, 1992 წელს მივიღეთ როგორც ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკიდან, ისე ბატონი ფილდის ქალიშვილის, ქალბატონ დაიანა ფილდისგან.