თარიღი

5 მაი 2020

მისამართი

სიონის ქ. 8

გალერეა

ი.გრიშაშვილის სახ.თბილისის ისტორიის მუზეუმი. ქარვასლა

დროები

18:00

მარტინ ბოგრენი

სიცარიელე

კურატორი: თინა შელჰორნი

სიცარიელეევროპის ჩრდილოეთში შეიქმნა, 2008-2018 წლების ზამთარში. „ქალაქი თითქოს უძლეველი ზამთრის მარწუხებშია მოქცეული. ერთადერთი, თითქოს ის ცდილობს მის დატყვევებას. ის მარტოა, საკუთარ თავთან გაუცხოებული. სამყაროს აბსურდულობაში მოქცეული, როდესაც ყველა ჰორიზონტი ჩიხს ემსგავსება. აქ ყველაფერს ზამთრის ცივი ხელი ატყვია. ყრუ, თეთრი ხილვებით გატანჯნული, ღუზას ეძებს, ან იქნებ ხსნას ელის დამაბრმავებელი სინათლისგან, ცოტა სითბო წყურია. სხვა ადამიანის სინაზე, სითბო; ადამიანის, რომელიც ყოველთვის უსხლტება მას და ზურგს აქცევს, უფრო შფოთვა მოაქვს და არა სიმშვიდე. სხვა ადამიანის სითბო, რომელიც ბოლომდე ნებდება მას, ან უარს ამბობს, მაგრამ უკაცრიელ კუნძულად რჩება, როგორც მისი მარტოობის სარკე. მისი ძიება შეიძლება მარცხით დამთავრდეს. თითქოს ყოველთვის, როდესაც გამოსავალს ხედავს, ცდილობს მოიხელთოს ნისლიანი ხილვები, რომელშიც იხლართება. ჩვენ, ვინც თვალს ვადევნებთ მის გამოსახულებებს, მოულოდნელად ვაწყდებით მას, გაოგნებული ვართ. და მერე ისევ ებნევა გზა, სამყაროშიც და საკუთარ თავშიც იმისთვის, რომ უფრო მეტი გამონათება გვაჩვენოს. მისი ფოტოები თავბრუდამხვევია, მათში იგრძნობა გამარჯვებულების სილამაზე, რომლებიც მზის სინათლეს უბრუნდებიან. ისინი ახმოვანებენ იმ ადამიანის მარტოობას, რომელიც დაიკარგა, რომელიც თავს უბედურად გრძნობს, მაგრამ მზადაა, წინ აღუდგეს სიცარიელის შიშს და არსებობის შეუძლებლობას. ამრიგად, ისინი იმდენივე სინათლეს ირეკლავენ, რამდენსაც იმედგაცრუებას და იმაზე მიგვანიშნებენ, რომ ზამთარი, საბოლოო ჯამში, დაუძლეველი როდია.“  ტექსტი: კაროლინ ბენიშუ, გამოქვეყნდა ფოტოხელოვანის ხელნაკეთ წიგნში

მარტინ ბორგენი დაიბადა 1967 წელს. ის არის შვედი ფოტოგრაფი, რომელიც მალმოში ცხოვრობს. მარტინ ბორგენი ტრადიციული დოკუმენტური ფოტოგრაფიის სფეროში მოღვაწეობს და მრავალწლიან პროექტებზე მუშაობს, სადაც მისი ინდივიდუალური მიდგომა იკვეთება. მისი ნამუშევრების გამოფენები მრავალგზის მოეწყო. გამოცემული აქვს რამდენიმე მონოგრაფია: „ოკეანე“ (2008), დაბლობები“ (2011), ტრაქტორისტი ბიჭები“ (2013), იტალია“ (2016), სიცარიელე (2018) და „აგვისტოს სიმღერა“ (2019). მისი ნამუშევრები ინახება სხვადასხვა კოლექციაში, მათ შორის: პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში, ორეგონის ნატიფი ხელოვნების მუზეუმსა და სტოკჰოლმის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. 2013 წლიდან მარტინი პარიზის Galerie VU-ს წევრია.