თარიღი

16 მაი 2024

გალერეა

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი

დროები

19:00

ჯონ სტენმაიერი

გამოღვიძება

კურატორი: ანა დავარაშვილი

ჯონ სტენმაიერის ფოტოგამოფენაგამოღვიძება" ასახავს ჩვენი დროის კრიტიკულ სინამდვილესბოლო ორი ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში დედამიწის გარშემო მიმდინარე უმნიშვნელოვანეს ჰუმანიტარულ საკითხებს, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, გარემოს დეგრადაცია, სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობა. გამოფენის მიზანია დაგვაფიქროს ანთროპოცენურ ეპოქაზე, რა გავლენა აქვს ადამიანს დედამიწის სისტემებზე და კაცობრიობის და კულტურების ღრმა ურთიერთკავშირებზე. 

ჯონ სტენმაიერი არის National Geographic-ის მკვლევარი, არაერთი ჯილდოს მფლობელი ფოტოგრაფი, Emmy-ზე ნომინირებული ფილმოგრაფი, არტისტი და მენტორი. მან არტისტული ცხოვრება მიუძღვნა გარემოსდაცვით, სოციალურ და ჰუმანიტარულ საკითხებზე ზრუნვას, საკითხებზე, რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენს დროს. თითქმის 20 წელია ჯონი ჟურნალ National Geographic-თან თანამშრომლობს, იმუშავა 23-ზე მეტ ამბავზე. 10 წლის განმავლობაში ჟურნალ Time-ის კონტაქტორი ფოტოგრაფი იყო. 2001 წელს ჯონიმ მსოფლიოს ექვს წამყვან ფოტოჟურნალისტთან ერთად დააარსა ფოტო სააგენტო VII. ჯონი ცხოვრობს ბერქშირში, დასავლეთ მასაჩუსეტსში ორ გერმანულ დოგისთან - ელფრიდსთან და ელეანორთან ერთად.  

გამოფენის ორგანიზატორია ვიზუალური ამბის თხრობის პლატფორმა - მუზეოგრაფი. 

პროექტი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ.