თარიღი

19 სექ 2022

გალერეა

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი

დროები

19:00

Italiae

ძმები ალინარებიდან თანამედროვე ფოტოგრაფიის ოსტატებამდე

გამოფენა ხორციელდება იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და  ალინარების ფოტოგრაფიის ფონდის (FONDAZIONE ALINARI PER LA FOTOGRAFIA) მხარდაჭერით.    გამოფენა შემუშავებულია ფოტოარქივების გაერთიანება FRATELLI ALINARI I.D.E.A. SPA მიერ. გამოფენის კურატორები: რიტა სკარტონი და ლუკა კრიშენტი 

დონ კიხოტესპირველი ტომის დასასრულს, სერვანტესიღარიბი გლეხის ვაჟის“ - ესპანეთში დაბრუნებული ყმაწვილის ამბავს მოგვითხრობს, რომელმაციტალიებში“ (იტალიურ მიწებზე) ჯარისკაცად იმსახურა. „Le Italie“ - „იტალიები“, ანუბევრი სხვადასხვა იტალია“, რომლისკენაც დროთა განმავლობაში მზერა არაერთ, ერთმანეთისგან ტექნიკით, ტონალობით თუ სტილით სრულიად განსხვავებულ ფოტოგრაფს მიუმართავს, რომელთაც სურდათ ფაქიზად გადმოეცათ ქვეყნის ცვალებადი და კომპლექსური იდენტობა, ტრადიციები და ევოლუციური ნიუანსები. გამოფენა “Italiae. ძმები ალინარებიდან თანამედროვე ფოტოგრაფიის ოსტატებამდეფოტოხელოვნების ენით გადმოსცემს იტალიის, მისი ხალხის, იტალიური პეიზაჟებისა და კრეატიულობის მიმზიდველობასა და განსხვავებულობას. ამ მრავალფეროვან ანთოლოგიაში საუკუნნახევრიანი პერიოდის განმავლობაში გადაღებული კადრებია თავმოყრილი. პორტრეტებისა და მოგონებების ეს შესანიშნავი გალერეა ქვეყნის სიმდიდრეს ასახავს და ამავდროულად, იტალიური ფოტოგრაფიის უჩვეულო სიცოცხლისუნარიანობაზე მიგვანიშნებს. 75-ზე მეტი ფოტოგრაფის ნამუშევარს ვიზუალური თხრობის უჩვეულო ხაზი აკავშირებს, რომელიც სხვადასხვა ავტორს, ტექნიკასა თუ სიუჟეტს აერთიანებს. ამგვარი გადაწყვეტილების მიზანია, ერთმანეთთან დიალოგში ჩააბას ისტორიული და თანამედროვე ფოტოგრაფია, თვალი მიადევნოს მათ ფორმალურ ასონანსს, შინაარსსა და კონტრასტებს. ესკავშირების პოვნისერთგვარი თამაშია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ახლებურად შევხედოთ სახელგანთქმულ ისტორიულ კადრებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ქვეყნის ვიზუალური იმიჯის შექმნაში, და ამით მოულოდნელი და უჩვეულო ასოციაციები აღმოვაჩინოთ. ბუნებრივია, რომ შერჩეული ფოტონამუშევრები იტალიური ფოტოგრაფიის მთელ კომპლექსურობას ვერ წარმოაჩენს, თუმცა ეს არჩევანი ერთგვარი საშუალებაა იმისთვის, რომ თვალი შევავლოთ ერთმანეთისგან განსხვავებულ ესთეტიკას და სამეტყველო ენას, რომელიც 160 წლიან პერიოდს მოიცავს და აერთიანებსფოტოატელიესდროინდელ ფოტოსურათებს, ფერწერულობას, კონცეპტუალიზმს, დოკუმენტურ თუ მხატვრულ ფოტონამუშევრებს. ექსპოზიცია ძმები ალინარებით იწყება და აქ წარმოდგენილი მრავალფეროვანი კოლექციებისა და არქივების მეშვეობით, გამოფენაზე დღემდე გამოუქვეყნებელი კონცეპტუალური ნამუშევრის ავტორის, მარიო ჩესკის თქმით,  „სურათების ერთგვარ მულტივერსს ქმნის“, რომელსაც - მეოცე საუკუნის დიდი ფოტოგრაფების მეშვეობით - თანამედროვე ექსპერიმენტებამდე მივყავართ. ეს ყოველივე კი, შედეგად, ფოტოტექნიკის ისტორიის ერთგვარ შემაჯამებელ სურათს გვაძლევს - კალოტიპიდან ვირტუალურ ფოტოგრაფიამდე. გამოფენა სამ ნაწილად იყოფა: „პეიზაჟები“, „ნამუშევრებიდაპორტრეტები“. თითოეული მათგანი იტალიის გეოგრაფიულ, ისტორიულ და სახელოვნებო განვითარებას გვაცნობს და საშუალებას გვაძლევს, თვალი ვადევნოთ ამ ქვეყნის მუდმივ ევოლუციას სხვადასხვა თემების მეშვეობითჩრდილოეთი და სამხრეთი, ქალაქი და სოფელი, შრომა და დღესასწაული, ტრადიცია და ინოვაცია, სოციალური ისტორია და კულტურული ცხოვრება. ეს ხედვები გვაოცებს თავისი ორიგინალურისადადგმოდა  საშემსრულებლო ოსტატობით. გამოფენა ასევე საშუალებას გვაძლევს, თვალი მივადევნოთ ქვეყნის ტრანსფორმაციას, ხელოვნების იმ სამეტყველო ენის მეშვეობით, რომელსაც უნარი შესწევს, დაგვანახოს გეოგრაფიული მრავალგვარობა, გვამოგზაუროს ისტორიის სიღრმეებში და გაგვიძღვეს ტერიტორიის ჩაკარგულ შრეებში. ეს პალიმფსესტი, რომელიცმრავალ იტალიასერთ იტალიად კრავს, იმ ქვეყნის ამბავს მოგვითხრობს, რომლის კულტურული საზღვრები ცვალებადია, კომპლექსურობა კი საუკუნოვანი დაპირისპირებებისა და აღრევის შედეგს წარმოადგენს. განსხვავებული თვალით დანახული და გააზრებულად შერჩეული ფოტოების ეს ექსპოზიცია ერთგვარი ცოცხალი და ჭრელი მონათხრობია, რომელიც სიღრმისეულად ირეკლავს ამბებითა და მოგონებებით მდიდარი ქვეყნის სახეს. 

ფოტოგრაფიები: ვიტორიო ალინარი, აურელიო ამენდოლა, იზაბელა ბალენა, ვინჩენცო ბალოკი, ჯანპაულო ბარბიერი, ოლივო ბარბიერი, გაბრიელე ბაზილიკო, რაფაელო ბენკინი, ჯიორჯიო ბენვენუტი, ჯანი ბერენჯიო გარდინ, ბეტი ბორას სტუდია, ანტონიო ბიასიუჩი, პიერჯორჯიო ბრანცი, ემანუელ ბრესიანი, ბროგის ქარხანა, ლუიჯი ბუსოლატიჰენრი ჩუანარდი, ჩეზარე კოლომბო, კორსინის სტუდია, მარიო კრეში, მარიო კრეში, გაბრიელ კროპი, ჯოვანი კრუპი, გუსტავ დე ბოკორპსი, სტეფანო დე ლუიჯი, სიმონ დონატი, ფრანკო ფონტანა, პაოლო ფორმიჩელა, ანდრეა ფრეზეტა, მაურიციო გალიმბერტი, ალესანდრო განდოლფი, ლუიჯი გირი, მარიო ჯაკომელი, ლუიჯი ლეონი, სტეფანო ლისტა, მასიმო ლისტრი, ლორენცო მაკოტა, ალექს მაიოლი, ჯუზეპე მალოვიჩი, ემილიანო მანკუსო, ფოსკო მარინი, აჩილე მაური, ფრანჩესკო პაოლო მიჩეტი, ნინო მიგლიორი, კარლო მოლინო, დევიდე მონტელეონე, უოლტერ ნიდერმაირი, კრისტინა ნუეზი, პაოლო პელეგრინი, მაურო პუჩინი, სერხიო რამაცოტი, მაურო რანზანი, ფულვიო როიტერი, ჯორჯიო როსტერი, ფერდინანდო სკანა, ვიტორიო სელა, შობჰა, მასიმო სირაგუსა, ჯორჯიო სომერი, მარიო სპადა, პაოლო სპიგარიოლი, ბრუნო სტეფანი, მარინო სტერლი, ჯორჯ ტატჯი, ჯულიანა ტრავერსო, მიკელე ვესტრინი, სტუდიო ვილიანი, მასიმო ვიტალი, ვილჰელმ ფონ გლოედენი, მარიონ ვულცი, ვანდა ვულცი, იტალო ზანიერი, ბრუნო ზანზოტერა, ოტტო ცენკერი.