ირაკლი ნასიძე
მარიო ლასალანდრას სიურრეალისტური პერფორმანსი "მაჯიკოს" რეინტერპრეტაცია
სპეციალურად გამოყოფილი
ოთახი, სადაც ნაჩვენები იქნება სიზმრებისა და წარმოსახვის ურთიერთქმედება ორი ხელოვანის
პერსპექტივით. მარიო ლასალანდრას „Il Magico“-ს წარმოსახვითი სამყარო და ირაკლი ნასიძის ექსპრესიული ინსტალაცია
„საიდუმლოს გასაღებები“.
მარიო ლასანალნდრამ, რომელიც შეპყრობილი იყო კინოთი და სილამაზით, ოსტატობით, პოეზიით, მარტივი ფიგურებით, სიურეალისტური და ექსპრესიული ელემენტებით გაჯერებული ჯადოსნური სამყაროთი, შექმნა „Il Magico“ (2003-2013). ამ ერთდღიანი პერფორმანსის დროს, სან ფელიჩე სულ პანარო (იტალია) ცოცხალ ზღაპრად გარდაიქმნა. ადგილობრივებმა აიტაცეს მარიო ლასალანდრას ხედვა და თერთმეტი წლის განმავლობაში აცოცხლებდნენ მის ფანტასტიკურ პერსონაჟებს.
გამოფენილია მარიონეტებისა და ორიგინალური ნახატების ექსკლუზიური კოლექცია, რომელიც ლასალანდრამ „Magico“-სთვის სან ფელიჩე სულ პანაროში შექმნა.
ლასალანდრას სამყაროთი
შთაგონებულმა ქართველმა ხელოვანმა ირაკლი ნასიძემ განაცხადა: „მარიო ლასალანდრას მიერ
შექმნილი სახეები მეტყველებენ ენაზე, რომელსაც სხვაგან ვერსად შეხვდებით. ისინი არა
მხოლოდ უნდა დაინახოთ, არამედ შეისუნთქოთ, მოუსმინოთ მათ შორეული მელოდიასავით, რომელიც
უხილავ კარებს გაგიხსნით. უსაზღვრო იდუმალი სამყარო იხსნება, სადაც შავი და თეთრი ჩუმად
ფერს წარმოშობენ… თუ გასაღებს სიზმრების მხარეს გადაატრიალებთ.“ ამ ერთმანეთთან შეკავშირებული
თემების პასუხად, ნასიძე წარმოადგენს ახალ ინსტალაციას „საიდუმლო გასაღებები“, რინა
ჩერნაიას თანამონაწილეობით, რითაც მნახველს ამ სიზმრისეული სამყაროს უნიკალური პერსპექტივით
სთავაზობს.