თარიღი

5 მაი 2025

გალერეა

თიბისი კონცეპტი / 4 სართული

დროები

18:00

ჯაილზ კლარკი

კონფლიქტებისას მოსახლეობის მსხვერპლის გაშუქება

უკანასკნელი 18 წლის მანძილზე, ფოტოჟურნალისტი ჯაილზ კლარკი აშუქებდა ჰუმანიტარული კრიზისის ყველაზე სერიოზულ ზონებს მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში — იემენიდან სომალიმდე, ერაყამდე, უკრაინამდე და 2025 წლის დასაწყისში — სუდანამდე. მისი ყურადღება ძირითადად კონცენტრირებული იყო იმ ფასის გადახდასა და მსხვერპლზე, რომელიც მოქალაქეებმა გაიღეს; ასევე, სოციალური და ეკოლოგიური უსამართლობის ბევრ სხვა პრობლემაზე.

კლარკი წარმოადგენს ფოტოებს, გააზიარებს ამბებს ამ რეგიონებიდან ზოგიერთში მუშაობის შესახებ და დამწყებ ფოტოჟურნალისტებს, რომელთაც ჩვენს მუდმივად ცვალებად სამყაროში განსაკუთრებით პრობლემური საკითხების დოკუმენტირება სურთ, რჩევებს მისცემს.


ჯაილზ კლარკი გაერთიანებულ სამეფოში დაბადებული ფოტოჟურნალისტია, რომლის ინტერესის სფეროა მიმდინარე და კონფლიქტების შემდგომი მსოფლიო პრობლემების ამაღელვებელი მომენტები. ფოტოგრაფის კარიერა მან დასავლეთ ბერლინში, 1980-იანი წლების შუა ხანებში დაიწყო, როცა ცივი ომი აპოგეას აღწევდა. ის სატელევიზიო ახალი ამბების ოპერატორის თანაშემწედ მუშაობდა. შემდეგ კლარკმა 12 წელი ლონდონსა და აშშ-ში გაატარა, სადაც 1989 წლიდან შავ-თეთრი ფოტოების პროფესიონალ მბეჭდავად მუშაობდა. შემდეგ კი, 1995 წელს საცხოვრებლად ნიუ იორკში გადავიდა, სადაც გააგრძელა ფოტოების ბეჭდვა, სანამ რიჩარდ ავედონის ფოტოლაბორატორიაში არ მოხვდა.

ლოს ანჯელესში Channel 4-ზე (UK) ხუთწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, კლარკმა დაიწყო ბჰოპალიდან (ინდოეთი) რეპორტაჟების მომზადება, 1984 წელს Union Carbide-ის ბუნებრივ აირთან დაკავშირებული კატასტროფის ტოქსიკური მემკვიდრეობის შესახებ. 2013 წელს კლარკმა Getty Images Reportage-თან ხელშეკრულება გააფორმა და დღესდღეობით ახალ ამბებს და თემატურ გამოსახულებებს Getty Images-ის მეშვეობით ამზადებს მოწვეული ავტორის რანგში.

2016 წელს კლარკმა ბ-ნ ბან კი-მუნთან ერთად 40-ზე მეტ ქვეყანაში იმოგზაურა, რომ ფირზე აღებეჭდა გაეროს გენერალური მდივნის ამ რანგში მოღვაწეობის ბოლო წელი. ასევე, 2016 წელს, აშშ-ს ფოტოგრაფების ეროვნულმა ასოციაციამ კლარკს პირველი პრემია მიანიჭა კატეგორიაში „ეკოლოგიური ფოტოისტორია“ ნამუშევრისთვის „დროის ფლანგვა“, რომელიც ჰაიტიში იყო გადაღებული.

2017 წელს მას გადასცეს ლუსის ქანდაკება კარნეგი ჰოლში ნამუშევრისთვის „იემენი კრიზისშია“. 2021 წელს კლარკმა PX3 Prix De La Photographie Paris-ის ოქროს ჯილდო მიიღო ნამუშევრისთვის, რომელიც აშუქებს იემენს. იმავე წლის სექტემბერში მისი ნამუშევრები, სათაურით „იემენი: კონფლიქტი+ქაოსი“ გამოიფინა Visa pour L'Image-ში, პერპინიანში. 2021 წლის დეკემბერში კლარკი დააჯილდოვეს WARS Photography Award-ით, რომელიც იტალიაში დააფუძნა Associazione 46 Parallelo / Atlante Delle Wars-მა. 2022 წლის ოქტომბერში კლარკი შარჯას მთავრობამ დააჯილდოვა იმ დროს მისი ბოლო ნამუშევრისთვის, რომელიც სალვადორის ციხეში არსებულ მდგომარეობაზე მოგვითხრობდა.

2023 წელს კლარკის ნამუშევრების გამოფენა „წყლის გარეშე დავიხოცებით“, რომელიც სომალიში არსებულ სიტუაციაზე მოგვითხრობს, მოეწყო 35-ე ყოველწლიურ Visa pour L'Image-ზე, პერპინიანში, ხოლო „დროის ფლანგვა“ გამოიფინა Xposure-ში, შარჯაში. 2024 წლის ივნისში კლარკი World Report Award-ის (Master Award-ის ნომინაციაში) მფლობელი გახდა ჰაიტიდან მისი რეპორტაჟისთვის, რომელზეც 2014 წლიდან მუშაობდა (ამ ჯილდოთი ეთიკური ფოტოგრაფიის ფესტივალი ფოტოგრაფებს აჯილდოებს იტალიაში).