ფაბიო სგროი
ტრინაკრია
კურატორი თინა: შელჰორნი
ტრი-ნა-კრია სიცილიის სიმბოლოა. ესაა მიმდინარე პროექტი,
რომელიც 1986 წელს, ჩემი ქვეყნის სხვადასხვა ასპექტის კვლევის პარალელურად დავიწყე.
კუნძული შუქურის ერთ მხარესაა, კონტინენტი — მეორე მხარეს. ესაა სხვადასხვა დროს გადაღებული
ფოტოების ნაკრები. ისინი აცოცხლებენ იმ ატმოსფეროს, რომელსაც სიცილიის საზღვრის გადაკვეთისას
გრძნობთ. აწმყოსთან მცირე კონტრასტია. ეს ფოტოები მომეტებული თეატრალურობით ხსნიან
სიცილიელი ხალხის ხასიათს, ჟესტებს და სახეებს. ამის ცხადად დანახვა შეგიძლიათ დღიური
რუტინის ამსახველ ფოტოებში — სეირნობისას თუ მნიშვნელოვანი ღონისძიებებისას, რელიგიური
რიტუალებისას, სადაც ყველას მონაწილეობის მიღება სურს.
„ზღვის წყალმა სანაპიროს ნაწილი წარეცხა. მისგან გაჩნდა
ხიდი, რომელსაც ვულკანები არყევდნენ და ტალღებმა ამოატრიალეს. ასე გარდაიქმნა სიცილია
კუნძულად.“ (ფ. მიუნტერი. „სიცილიაში მოგზაურობა“).
ფაბიო სგროი დაიბადა პალერმოში, ფოტოგრაფიით 1984 წელს
დაინტერესდა, როცა თავის მეგობრებს და იმ ახალგაზრდებს უღებდა ფოტოებს, რომლებიც პანკ-
და ანდერგრაუნდ მუსიკით იყვნენ დაინტერესებული. 1986 წელს ის გაერთიანდა სააგენტოში Informazione Fotografica,
რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ლეტიცია ბატალია და ფრანკო ძეკინი და მასალებს ამზადებდა
პალერმოს გაზეთისთვის L’Ora.
ფაბიო ძირითადად კონცენტრირებული იყო თავის მშობლიურ სიცილიაზე და ხმელთაშუა
ზღვის სხვადასხვა ქვეყანაზე, აღმოსავლეთ ევროპასა და ბალკანეთის ნახევარკუნძულის მიმდებარე
ტერიტორიაზე. 2000 წელს სგროიმ დაიწყო ურბანული სივრცეების პანორამული ნამუშევრების
გადაღება ევროპის სხვადასხვა ქალაქში. განსაკუთრებით აინტერესებდა არქეოლოგიური და
ინდუსტრიული ხედები. მონაწილეობდა საერთაშორისო პროექტებსა და სარეზიდენციო პროგრამებში.
მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო კოლექტიური და პერსონალური
გამოფენების სახით როგორც იტალიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში, ისე ამერიკაში. ასევე,
მონაწილეობდა რამდენიმე ფოტოფესტივალზე: მილანის Diaframma – Kodak-ზე, Artget Gallery-ზე, ბელგრადის
ეთნოგრაფიის მუზეუმში;
Padiglione Italia-ში / ვენეციის 54-ე ბიენალეზე, 2011 წელს; ზოლმსის
Leica gallery-ში, არლის
ფოტოფესტივალზე Rencontres
d’Arles; მოსკოვის ფოტო-ბიენალეზე; ბონიფაჩოს ფოტო-ბიენალეზე, ბასტიას ხმელთაშუა
ზღვის აუზის ქვეყნების ფოტო-ცენტრში; ნიუ იორკის Saba gallery-ში, ჰერტენის
მე-6 საერთაშორისო
ფოტოფესტივალზე Internationae
Fototage; პერპინიანის ფოტოფესტივალზე Visa pour L’Image. 2017 წელს
გამომცემლობა Crowdbooks-მა
გამოსცა წიგნი „განვლილი
ეიფორია, პოსტ-ევროპა“,
2018 წელს კი —
„პალერმო
84-86, ადრეული ნამუშევრები“, რომელიც გამომცემლობა Yardpress-მა
დასტამბა.