თარიღი

4 მაი 2019

მისამართი

ტაბიძის ქ. 2

გალერეა

თბილისის საკრებულოს სარდაფი

დროები

20:00

ბენედიქტე კურზენი

ტბა ჩადის ქრონიკები

კურატორები: გრეგორ ბელციგი, თეონა გოგიჩაიშვილი

ბენედიქტე კურზენი (დაიბადა 1980 წელს, საფრანგეთში), რომელიც ყოველთვის ეთიკის კანონებით მოქმედებს, ჩვენს სამყაროში მძიმე სინამდვილის წინააღმდეგ ხმის ამაღლების აუცილებლობას გრძნობს. უკანასკნელი ცამეტი წლის განმავლობაში, ფოტოჟურნალისტმა აფრიკის კონტინენტზე მიმდინარე კონფლიქტის და სოციო-ეკონიმიკური ცვლილებების სიღრმისეული ვიზუალური რეპორტაჟი შემოგვთავაზა, სადაც ის 2008 წლიდან ცხოვრობს. 2012 წელს, კურზენი ფოტოსააგენტო NOOR-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა. სააგენტო მიზნად ისახავს სამყაროში მიმდინარე პროცესების სულ უფრო მზარდ გაგებაში საკუთარი წვლილის შეტანას, დამოუკიდებელი ვიზუალური რეპორტაჟების წარმოების გზით, რაც პოზიტიურ სოციალურ ცვლილებებს განაპირობებს და გავლენას ახდენს გლობალურ პრობლემებისადმი შეხედულებების შემუშავებაზე. 

სიცოცხლისუნარიანობის და გადარჩენის დღიურები

2009 წლიდან, ბოკო ჰარამელმა ჯიჰადისტებმა ჩადის ტბის რეგიონების ტერორი დაიწყეს და ნიგერიის, ნიგერის, ჩადისა და კამერუნის სავაჭრო და ეკონომიკურ არხებში შეაღწიეს - შეფარვით ან პირდაპირ - როგორც ეს იყო 2015 წლის იანვარში, ბაგას ხოცვა-ჟლეტის დროს. ომის დაწყებასთან ერთად, ბაზრები თანდათან დაცარიელდა, მდიდარი ბიზნესმენები გაანადგურეს, ხოლო ფერმერებმა მომაკვდინებელ ძალადობრივ ძარცვებს თავი სოფლებში შეაფარეს. ერთი წლის წინ, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ რეგიონში მთავარი პრობლემა შიმშილს უკავშირდება. მას შემდეგ, რაც 2009 წელს ისლამისტურმა სექტამ ხელში იარაღი აიღო, ჩადის ტბის რეგიონში ოცი ათასი ადამიანი დახოცეს და 2, 6 მილიონმა იქაურობა დატოვა.

თუმცა, უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში, მოვაჭრეები ტერორისტულ ჯგუფში არსებული დაძაბულობით სარგებლობენ (ის ორ ნაწილადაა გაყოფილი) და ამით უიმედოდ ცდილობენ, რომ ვაჭრობა განაახლონ და რეგიონის ეკონომიკა ისევ ფეხზე დააყენონ. მთელს საკვებით ვაჭრობაში ნიგერიას განსაკუთრებული პოზიცია უკავია, ვინაიდან დემოგრაფიული თვალსაზრისით, დანარჩენ ქვეყნებს უსწრებს და მისი მოსახლეობა მთელ პროდუქციას ითვისებს.

მშვიდობისა და განვითარებისკენ გადადგმული ეს უპრეცედენტო ნაბიჯები აფრიკის კონტინენტის მიმართ ჩვენს ინტერესს აღვივებს. ეს კონტინენტი საერთაშორისო დახმარებას საჭიროებს, რომ ჭრილობები მოიშუშოს. ომი ჯერ არ დასრულებულა და სიღარიბე ახალგაზრდებს ღირსეული მომავლის პერსპექტივას ართმევს და აიძულებს, რომ ან ევროპაში გადასახლდნენ, ან ტერორისტულ ჯგუფებს შეუერთდნენ. თევზის ბაზრიდან თუ მაიდუგურის სასკლაოდან ბოლში ჩადის ტბის მწვანე სანაპიროებამდე, მოგითხრობთ ამბავს იმის შესახებ, თუ როგორ იბრძვის საჰელი სიცოცხლისთვის.