ანნა ყაჭეიშვილი
დაკარგული გზა
ადამიანები მიდიან და მოდიან...
ჩვენ ყოველდღე სადღაც მივექანებით.
ზოგი სინათლიდან სიბნელისაკენ და პირიქით.
ანნა ყაჭეიშვილი საქართველოში მოღვაწე
ფოტოგრაფია. იგი საკმაოდ დიდი ხანია
დაინტერესებულია ფოტოგრაფიით , თუმცა აქტიურად ამ სფეროში მოღვაწეობა 2016 წლიდან დაიწყო,
რაც უკვე საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის,
რომ მისი ნამუშევრები საზღვრებს გასცდენოდა. ანნასთვის ფოტოგრაფია
იმპულსია. მისი ექსპერიმენტული
ძიებები, ერთმანეთისგაგან რადიკალურად განსხვავებული ფოტოპროექტები მისი სულიერი სამყაროს მრავალფეროვნებას
გვიჩვენებს. ანნას ფოტოებს აუცილებლად ამოიცნობთ ხელწერით, ხედვით, მისი დამოკიდებულებით
ფოტოსადმი. იგი არაერთი ქართული
თუ უცხოური კონკურსის გამარჯვებულია, მისი
ფოტოები გამოფენილია სხვადასხვა ქვეყანაში. ანნას ფოტოები ინახება პირად კოლექციებში. ის ახლაც წარმატებულად მოღვაწეობს
ამ სფეროში და მიაჩნია, რომ მან ფოტოგრაფიაში
აღმოაჩინა არა მარტო საკუთარი თავი, არამედ ისიც - რომ დროის გაჩერება შეძლო საკუთარ
ნამუშევრებში. ანნასთვის ფოტო არის „ ინფორმაცია“ .