ქუჩის ფოტოგრაფია: მოულოდნელის მოხელთება

თარიღი

4 მაი-დან 4 მაი-მდე

დროები

კვი: 12:00 - N/A

ჩარლზ ფორდი

ქუჩის ფოტოგრაფია: მოულოდნელის მოხელთება

ქუჩის ფოტოგრაფიის ამ ვორქშოპზე ვიმსჯელებთ ქუჩის ფოტოგრაფიის სხვადასხვა ტიპზე, კომპოზიციასა და თხრობაზე და განვსაზღვრავთ მათ. მოკლედ მიმოვიხილავთ გავლენიანი ფოტოგრაფების ნამუშევრებს და მათ ხერხებს, მაგალითად, მრავალპლანიან გამოსახულება და შუქსა და ფერზე მუშაობა. ვორქშოპის დროს განხილული იქნება დანადგარებისა და კამერის დაყენების საკითხი, ეთიკური და სამართლებრივი პრობლემები, გადამწყვეტი მომენტების წინასწარ განჭვრეტის სტრატეგიები, ინდივიდუალური თვალსაზრისის განვითარება, თანმიმდევრობის შექმნა და არასტანდარტული აზროვნება. მონაწილეებს გამოსახულების პრაქტიკული მიმოხილვისა და კრიტიკისთვის თავიანთი ნამუშევრების რამდენიმე ნიმუშის მოტანა შეეთავაზებათ, რაც ხელს შეუწყობს ინდივიდუალური ვიზუალური სტილის გამოვლენას და მონაწილეების თხრობითი უნარების გამძაფრებას. ვორქშოპი დასრულდება მთლიანი პორტფოლიოს შექმნის, პერსონალური პროექტებისა და შემდგომი განვითარებისთვის გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ მსჯელობით.

ჩარლზ ფორდი

ჩარლზ ფორდი აღიზარდა ჰიუსტონში, ტექსასში, საქმის ადმინისტრირების ფაკულტეტის ბაკალავრის წოდება მიიღო ტექსასის უნივერსიტეტში, ოსტინში. ახალგაზრდობის წლებში ჩარლზმა იმოგზაურა ბოლივიაში, გადაიღო სამედიცინო ჯგუფის სტუდენტების მუშაობის პროცესი. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ბოლივიაში გადაღებული მისი ძლიერი ნამუშევრის გამო, ის პასადენას (კალიფორნიის შტატი) ArtCenter College of Design-ში მიიღეს, სადაც მან ნატიფი ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი მიიღო. 1980 წელს ჩარლზი საცხოვრებლად გადავიდა ტექსასის შტატის ქალაქ დალასში, სადაც მოდასა და პორტრეტებს იღებდა1981 წელს ის ტექსასის უნივერსიტეტში, ოსტინში, ფოტოგრაფიის სასწავლებლად მიიწვიეს. ტექსასის უნივერსიტეტში ორწლიანი სწავლების შემდეგ საცხოვრებლად ნიუ იორკში გადავიდა, სადაც აგრძელებდა მოდის ფოტოებისა და პორტრეტების გადაღებას ისეთი მაღაზიებისთვის, როგორიცაა Vogue, GQ, New York Times Magazine, Newsweek და Rolling Stone. თავისი Leica-თი ხელში, ჩარლზი, ასევე, დიდი ინტერესით იკვლევდა ქუჩის ფოტოგრაფიას, რომლითაც დღემდე გატაცებულიანიუ იორკში ათ წელზე მეტხნიანი ცხოვრების შემდეგ, ჩარლზი 1992 წელს დაბრუნდა ტექსასში, სადაც აგრძელებდა მოდის ფოტოებისა და პორტრეტების გადაღებას. 2023 წელს ჩარლზმა გადაათვალიერა 1980-90-იან წლებში გადაღებული ქუჩის ფოტოების მასალა, რომელსაც დიდხანს ინახავდა. მან ამ ნამუშევრების ბეჭდვა და ვებსაიტზე, ინსტაგრამსა და გამოფენებზე გამოტანა დაიწყო. საგულისხმოა, რომ 1980-90-იან წლებში ჩარლზ ფორდის მიერ გადაღებული ნამუშევრები, ქუჩის ფოტოებით და პორტრეტებით დაწყებული, მთლიანად ფოტოფირზეა გადაღებული.მისი გატაცება ყოველდღიურობაში შეუმჩნეველი მომენტების მოხელთებაა, ყოველდღიურობიდან სასაცილომდე. მას ხიბლავს ადამიანების ურთიერთქმედებები და მათი მიმართება გარემოსთან. „ეს ვიზუალური ამბები გართობის, შემთხვევითი შფოთვისა და სიღრმისეული ანალიზის შესახებ, ყველგანაა, უწყვეტად და ერთდროულად ხდება. ვცდილობ, მოვიხელთო ეს წარმავალი მომენტები კაცობრიობის ცხოვრებიდან; მომენტები, რომლებიც არსებობს და შემდეგ ქრება.“

ვებ გვერდი:https://www.charlesford.com/