[object Object]

ზურაბ ცერცვაძე

თავისუფლების სული

ქოლგა თბილისი ფოტო

ქოლგა თბილისი ფოტო 2002 წლიდან არის ფოტოგრაფიის აღიარებული ინსტიტუცია რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს მსოფლიოში ცნობილი ავტორების გამოფენებს. ნაჩვენებია ფოტოგრაფიის სხვადასხვა ასპექტები, ისტორიული და თანამედროვე პოზიციები. ფესტივალის მიმდინარეობისას, გამოფენების გარდა ეწყობა სხვადასხვა ვორქშოფი და ლექციები ფოტოგრაფიის აქტუალურ თემებზე. ფოტოკვირეული “ქოლგა თბილისი ფოტო”-ს მიზანი საერთაშორისო ფოტოგრაფიის, სხვადასხვა ფოტოგრაფიული პოზიციის, კლასიკურის და თანამედროვეს დაკავშირებაა საქართველოსთან და ქართულ ფოტოგრაფიასთან. ფოტოკვირეულის მიმდინარეობისას საზოგდოებას საშუალება აქვს გაეცნოს როგორც მსოფლიო მნიშვნელობის კლასიკური ფოტოგრაფიის ნიმუშებს, აგრეთვე თანამედროვე უცხოელი და ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრებს. 

გასული 23 წლის განმავლობაში მრავალმა ადგილობრივმა და უცხოელმა ფოტოგრაფმა მიიღო მონაწილეობა ჩვენს ფოტოკვირეულში. ფესტივალის ფარგლებში ჩატარებული საგანმანათლებლო შეხვედრები თანამედროვე ფოტოგრაფიით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის დამატებითი წყაროა ცოდნის გასაღრმავებლად.. მათ საშუალება აქვთ გაეცნონ უცხოელი ფოტოგრაფების შემოქმედებას და საკუთარი ნამუშევრები გააცნონ მათ. ყოველწლიური ფოტოალბომის გამოცემა კი, ერთი მხრივ, ქართული თანამედროვე სახელოვნებო წიგნების კოლექციის გამდიდრებას უწყობს ხელს, მეორე მხრივ კი, ქართველ ფოტოგრაფებს საშუალება ეძლევათ, რომ თავიანთი შემოქმედება საერთაშორისო დამთვალიერებელს წარუდგინოს.

ქოლგა თბილისი ფოტო მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას და ახალგაზრდა ხელოვანების განვითარებას.  ფოტოკვირეული მოიცავს საერთაშორისო ფოტოკონკურსს, თანამედროვე და კლასიკური ფოტოგრაფიის მოწვეულ გამოფენებს და საგანმანათლებლო მიმართულებას (ვორქშოპები, სემინარები, პორტფოლიოს განხილვები). ქოლგა თბილისი ფოტოს კვირეული კულტურათაშორისი დიალოგის საუკეთესო საშუალებაა და ხაზს უსვამს თბილისის და ზოგადად, საქართველოს, როგორც საერთაშორისო ფოტოგრაფიის შეხვედრის ადგილის მნიშვნელობას.

2024 წლის "ქოლგა თბილისი ფოტო" 14 მაისიდან მასპინძლობდა ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს, ვორქშოფებს, სემინარებსა და პორტფოლიოების განხილვებს. საგანმანათლებლო ღონისძიებები ჩატარდა ფოტოექსპერტების, კურატორების და ფოტოგრაფების ხელმძღვანელობით. განათლების სექციის განვითარება "ქოლგა თბილისი ფოტოს" ფარგლებში ხაზს უსვამს ჩვენს ხედვას, რაც ფოტოხელოვნების, როგორც  მედიის ერთ-ერთი ახალი ფორმის, კიდევ უფრო პოპულარიზაციასა და განვითარებას გულისხმობს.
დებალცევო, სად ხარ? - ფოტო წიგნის და გრაფიკული დიზაინის შექმნა
თი-ბი-სი ბანკი
ფორმულა
ვოლვო
ალმა +
კომერსანტი
ბრიტანეთის საბჭო
არტარეა
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი
ეთ
ზურაბ წერეთლის მუზეუმი
ფონდი კეტარი
გელერეა ფოტოატელიე
დიზაინის ინსტიტუტი
ჯონი უოლკერი
თბილისის მერია
იტალიის საელჩო
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
შვეიცარიის საელჩო საქართველოში
ნეიშენალ გეოგრაფიკი
პუბლიკა
შატო მუხრანი
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
აშშ საელჩო
მუზეოგრაფი
ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური სამინისტრო
ცალკე სივრცე
4710
სასტუმრო რუმსი
წიგნის ხელოვნების ცენტრი