ფოტოკონკურსი "ქოლგას" გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი, 2015ფოტოკონკურსი "ქოლგას" გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი, 2015ფოტოკონკურსი "ქოლგას" გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი, 2015ფოტოკონკურსი "ქოლგას" გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი, 2015ფოტოკონკურსი "ქოლგას" გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი, 2015ფოტოკონკურსი "ქოლგას" გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი, 2015ფოტოკონკურსი "ქოლგას" გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი , 2014ფოტოკონკურსი "ქოლგას" წლის საუკეთესო ფოტოების გამოფენაKOLGA TBILISI PHOTO 2014 - ის გახსნაფოტოკონკურსი "ქოლგას" პრიზიფოტოკონკურსი ქოლგა 2012, გახსნაფოტოკონკურსი ქოლგა 2012 წლის კატალოგიქოლგა თბილისი ფოტო 2012, ჟაკ ანრი ლარტიგის ფოტოგამოფენაქოლგა თბილისი ფოტო 2012, გამოფენა: ომის საწინააღმდეგო ფოტოებიფოტოკონკურსი ქოლგა 2012, დაჯილდოვების ცერემონიალი

ქოლგა თბილისი ფოტო 2016

ფოტოკვირეული "ქოლგა თბილისი ფოტო"- საზეიმოდ გაიხსნება 2016 წლის 12 მაისს. მის ფარგლებში, კონკურსში გამარჯვებული ფოტოების გამოფენასთან ერთად, საქართველოს დედაქალაქი სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ გამოფენას უმასპინძლებს, რომლებზეც წარმოდგენილი იქნება როგორც ისტორიულად მნიშვნელოვანი ფოტოები, ისე თანამედროვე ფოტოგრაფიის სხვადასხვა პოზიციის ამსახველი ფოტონამუშევრები. 2016 წელს ფოტოკვირეულის ფორმატი კიდევ უფრო მრავალფეროვანი იქნება. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ, როგორც მსოფლიოში სახელგანთქმული კლასიკური, ისე თანამედროვე საერთაშორისო ფოტოგრაფების ინდივიდუალურ და ჯგუფურ გამოფენებს.                                             ფოტოკონკურსს წელს პირველად დაემატა ახალი პრემია: KOLGA NEWCOMER PHOTO AWARD. ეს პრემია გადაეცემა 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ფოტოგრაფს, რომლის ფოტოსერია ამოირჩევა შემდეგ ნომინაციებში გასული ფოტოპროექტებიდან: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი და კონცეპტუალური ფოტოპროექტი.. KOLGA NEWCOMER PHOTO AWARD 2016 დაწესებულია ფოტოკვირეულის თანაორგანიზატორის, თეონა გოგიჩაიშვილის და მისი გერმანელი კოლეგების, ხელოვნების მეცენატის მაქს შონის (ცნობილი გერმანელი ექსპერტი განახლებადი ენერგისს კუთხით, Deutsche Club of ROME–ის პრეზიდენტი) და ეტაბლირებული გერმანელი ფოტოგრაფების დირკ გებჰარდტის და თეოდორ ბარტის მიერ. მათი მიზანია ეს პრემია დამკვიდრდეს და ყოველ წელს გადაეცეს ჩვენს ფოტოკონკურსში მონაწილე ახალგაზრდა ფოტოგრაფის საუკეთესო სერიას. პრემიალური თანხა არის 500 €. KOLGA NEWCOMER PHOTO AWARD-ის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ფოტოგრაფებს განვითარებაში და გზის გაკვლევაში ფოტოგრაფიის სამყაროში.

"ქოლგა თბილისი ფოტოს" ფარგლებში გაიმართება უფასო ვორქშოფები, სემინარები და პორტფოლიოების განხილვები. საგანმანათლებლო ღონისძიებები ჩატარდება ფოტოექსპერტების, კურატორების და ფოტოგრაფების ხელმძღვანელობით მთელი მსოფლიოდან. განათლების სექციის განვითარება "ქოლგა თბილისი ფოტოს" ფარგლებში ხაზს უსვამს ჩვენს ხედვას, რაც ფოტოხელოვნების, როგორც საქართველოში მედიის ერთ-ერთი ახალი ფორმის, კიდევ უფრო პოპულარიზაციასა და განვითარებას გულისხმობს.

 

ფოტოკონკურსი 2016

KOLGA TBILISI PHOTO-ს ფარგლებში გაიმართება ყველაზე მასშტაბური, საერთაშორისო და პრესტიჟული ფოტოკონკურსი „ქოლგა“. ფოტო კონკურსის გამარჯვებულებს, ტრადიციულად, საერთაშორისო ჟიური გამოავლენს.ფოტოკონკურსის მთავარი მიზანია საერთაშორისო ფოტოგრაფია დააკავშიროს საქართველოსთან და ქართულ ფოტოგრაფიასთან. საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციის განმტკიცებისთვის, ფოტოკონკურსი ყოველწლიურად ცხადდება უცხოეთშიც, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, აგრეთვე ევროპაში. წლევანდელი ნომინაციები შემდეგნაირად განისაზღვრა:1.დოკუმენტური სერია2.რეპორტაჟი3.კონცეპტუალური... Read More

გამოფენები 2016

ივენთები 2015

ვორქშოფები

Previous Tab Next Tab

photo

ადგილის შესახებ

სოლ რობინსი | 1-2 მაისი

photo

სურათები რეალური სამყაროდან

რიჩარდ ბრემი... | 4-5 მაისი

photo

ფოტოალბომების მომზადების ხელოვნება...

ვოლფგანგ ცურბორნი | 4-5 მაისი

photo

მომენტების ასახვა

ოივინდ ჰიელმენი | 4-5 მაისი

photo

ვორქშოპი პორტრეტებზე

ბრაიან გრიფინი | 6-6 მაისი

photo

ეიფორიის ასახვა

კიმ ბადავი | 5-5 ივლისი

ლექციები

Previous Tab Next Tab

photo

არარსებული ცხენის ჭენება

შტეფი შიონე | 2 მაისი

photo

ჩემი ცხოვრება სურათებში

მიმი მოლიკა | 4 მაისი

photo

კონფლიქტის ვიზუალური დიალოგი

ლუი პალუ | 6 მაისი

პორტფოლიო განხილვები

Previous Tab Next Tab

photo

პორტფოლიო გასეირნება თბილისში

3 მაისი

პარტნიორები

სპონსორები

პარტნიორები

მედია პარტნიორები

მხარდამჭერები